logo_geo
როგორ ავარჩიოთ საზამთრო
- +

26 აგვისტო. 2017. 22:29

ცივი, ტკბილი და წვნიანი საზამთრო ამ ცხელ დღეებში ნამდვილი მისწრებაა. მთავარია, სწორად ავარჩიოთ ის. funtime რამდენიმე ხერხს შემოგთავაზებთ:


1. ზომა



ერიდეთ დიდი ზომის საზამთროებს. დიდი ალბათობით, ის ქიმიური დანამატებით არის გაზრდილი. მცირე ზომისა კი არცთუ ისე ტკბილი იქნება. ასე რომ, იდეალური ზომა საშუალოა - 5-7 კილოგრამი.


2. ყუნწი


ყოველი ნაყოფი, გაივსება რა სითხით და საკვები ნივთიერებებით, გარკვეული დროიდან ბუჩქთან კავშირს წყვეტს. ამიტომაც მწიფე საზამთროს ყუნწი მთლიანად ხმელი უნდა ჰქონდეს.


3. ლაქა




ეს უფერული ლაქა ის ადგილია, რომლითაც საზამთრო მიწაზე იწვა. კარგია, თუ ლაქა ყვითელი ანდა ნარინჯისფერია. ეს მწიფე საზამთროებს ახასიათებს. ახალგაზრდა და უმწიფარ ნაყოფს კი ლაქა თეთრი აქვს.

 



4. ხმა





მწიფე საზამთროს დარტყმისას ყრუ ხმა აქვს. ხელის მოჭერაზე კი ოდნავ უნდა ჭრაჭუნობდეს. ეს ნიშნავს, რომ ნაყოფი მწიფეა.


5. სქესი




საზამთროებს სქესის მიხედვითაც ასხვავებენ. „ბიჭები" უფრო დიდები და წაგრძელებულებია. „გოგოები" - უფრო მცირე ზომისა და შებრტყელებული. ამას გარდა, უნდა დავაკვირდეთ საზამთროს ქვედა მხარეს პატარა, მონეტის ზომის წრეს. მდედრობითი სქესისას ის პატარა აქვს.













big_banner
არქივი