logo_geo
მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების სრულიად ახალი გზა აღმოაჩინეს
- +

6 სექტემბერი. 2017. 22:48


კიბოსთან ბრძოლაში, მეცნიერებმა კიდევ ერთი იმედისმომცემი ნაბიჯი გადადგეს - განავითარეს სიმსივნის უჯრედების მოკვლის სრულიად ახალი გზა, რომლის წყალობითაც, შესაძლოა მივიღოთ ამ დაავადებასთან ბრძოლის ამჟამინდელზე ბევრად უკეთესი მეთოდი. 


მეთოდს Caspase-Independent Cell Death (CICD) უწოდეს და როგორც აღმოჩნდა, ლაბორატორიაში მან სრულად შესძლო კოლორელაქტური კიბოს უჯრედების ზრდის შეჩერება.


გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, თუკი იგივე ეფექტების მიღება ადამიანთა შემთხვევაშიც მოხერხდა, შემდეგ მოგვიწევს ისეთი მეთოდის ძებნა, რომელიც ნაკლებ საზიანო იქნება ადამიანის სხეულისთვის და დაბალი იქნება კიბოს განვითარების ხელახალი შანსი.


„იდეაში, ამ მექანიზმს აქვს პოტენციალი დრამატულად გააუმჯობესოს კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ეფექტიანობა და შეამციროს არასასურველი ტოქსიკურობა. ჩვენი აღმოჩენების მხედველობაში მიღებით, მიგვაჩნია, რომ CICD-ის კიბოს საწინააღმდეგო თერაპია შემდგომი კვლევების გარანტიას იძლევა", - ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი სტივენ ტაიტი.


კიბოს საწინააღმდეგო ჩვეულებრივი მკურნალობა აპოპტოზის გზით მოქმედებს. აპოპტოზი დაპორგრამებული უჯრედის სიკვდილის სახეა, როდესაც უჯრედები ცილა კასპაზის მეშვეობით საკუთარ თავს ეფექტიანად ანადგურებენ.


მაგალითად, სწორედ ასე მოქმედებს ქიმიოთერაპია და კარგადაც, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც.


ამ თერაპიას შეიძლება ზოგიერთი სამიზნე გამორჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები არ ნადგურდება და მეტასტაზებს ხელახლა წარმოქმნის ბრწყინვალე შანსი აქვთ. გარა ამისა, შესაძლებელია დაზიანდეს ჯანმრთელი უჯრედებიც. 


CICD აპოპტოზის ზოგიერთ მექანიზმს იყენებს, მაგრამ იღებს ცილა კასპაზის სხვადასხვა რაოდენობებს. როდესაც ამ მეთოდით უჯრედები დაიხოცნენ, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სიგნალები გაეგზავნა ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რომელიც შემდეგ კიბოს დარჩენილ უჯრედებს ესხმოდა თავს და ანადგურებდა.


ეს გახლავთ სუფთა და იმედიანი გზა სხეულიდან სიმსივნის გამოსაძევებლად, თუმცა საჭიროა იმის ხასგაზმა, რომ ცდები ჯერ მხოლოდ ლაბორატორიაში ჩატარდა.


„როგორც ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა, ნაწილობრივი თერაპიული რეაქციის პირობებში, CICD შეიძლება კიბოს საწინააღმდეგო გაცილებით ეფექტიანი გზა იყოს, ვიდრე აპოპტოზი", - ამბობს ტაიტი.


მათი აზრით, ეს მეთოდი კიბოს ყველა უჯრედი არ უნდა კლავდეს, რადგან პროცესი ორგანიზმის იმუნურმა სისტემამ უნდა გააგრძელოს და ბოლომდეც მიიყვანოს - დახოცოს დარჩენილი სიმსივნური უჯრედები.


მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი  ძირითადად კოლორელაქტურ კიბოზე იყო ფოკუსირებული, მკვლევართა თქმით, მისი მორგება კიბოს სხვა ტიპებზეცაა შესაძლებელი. ეს კი უკვე სამომავლო კვლევების საქმეა, როდესაც მეცნიერები დაადგენენ, მუშაობს თუ არა ეს მეთოდი ადამიანებში.


„როგორც ეს ახალი კვლევა გვაჩვენებს, შესაძლოა არსებობდეს კიბოს დამარცხების უკეთესი გზა, რომელიც ასევე ააქტიურებს იმუნურ სისტემას", - ამბობს გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ჯასტინ ოლფორდი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში პირდაპირ ჩართული არ ყოფილა.


„ამჯერად, საჭიროა დამატებითი კვლევები და თუ მისი ეფექტიანობა დადასტურდა, მივიღებთ კიბოსთან ბრძოლის კიდევ ერთ მეთოდს".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი