logo_geo
12 ქანდაკება, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
- +

7 სექტემბერი. 2017. 11:26


1. ნეფერტიტის ბიუსტი, რომელიც ეკუთვნის თუთმოს უმცროსს და დათარიღებულია ძვ.წ.აღ-ის 1345 წლით - ეგვიპტის დედოფლის ბიუსტი, ბერლინში, ალტეს მუზეუმში ინახება.





2. ტერაკოტას არმია (ძვ.წ.აღ III ს) - მეომრების ქანდაკებები ჩინეთში, ქალაქ სიანის მახლობლად 1974 წელს აღმოაჩინეს. ის იმპერატორ ცინ შიხუანდის საფლავთან ახლოს მდებარეობს.






3. ნიკე (ძვ.წ,აღ 190 წ.) - ქანდაკება ლუვრში ინახება და არის მაგალითი ელინური ეპოქის ბერძნული ქანდაკების. ეს არის ბერძნული მითოლოგიის გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს სკულპტურა.






4. ვენერა მილოსელი (ძვ.წ-აღ. 130წ) - ქანდაკება ლუვრში ინახება და მას აფროდიტე მილოსელსაც უწოდებენ. ის გამოსახავს სიყვარულის ქალღმერთს. სკულპტურა შექმნილია მარმარილოსგან. ცნობილია, რომ ქანდაკების ავტორი ალექსანდრე ანტიოქიელია. 1820 წელს ქანდაკება კუნძულ მილოსზე ადგილობრივმა გლეხმა აღმოაჩინა. მალე ის ფრანგებმა შეისყიდეს და მეფე ლუი XVIII-ს მიართვეს. მეფემ ის ლუვრის მუზეუმს გადასცა.







5. დონატელოს „დავითი" (1430-1440) - სანამ მიქელანჯელო დავითის ცნობილ ქანდაკებას შექმნიდა, 100 წლით ადრე იტალიელმა მოქანდაკემ დონატელომ შექმნა ბიბლიური პერსონაჟის სკულპტურა ბრინჯაოსგან. ის პირველი შიშველი ფიგურაა აღორძინების ეპოქაში. ერთმანეთს ერწყმის სრულყოფილი ვიზუალი და ახალგაზრდა, დაუოკებელი სული.






6. მიქელანჯელოს „დავითი" (1501-1504) - „დავითის" ქანდაკება დაკვეთით შეიქმნა. ის უნდა განთავსებულიყო ფლორენციის საკათედრო ტაძრის სახურავზე, თუმცა საბოლოოდ მარმარილოს ეს გიგანტური ქანდაკება ფლორენციის სამთავრობო სასახლის მოედანზე განათავსეს. 1873 წელს ქანდაკება ფლორენციის აკადემიის გალერეაში გადაიტანეს, ხოლო მის ადგილას მოგვიანებით ქანდაკების ასლი დადგეს. სკულპტურა თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.







7. თავისუფლების ქანდაკება - მისი დიზაინერი ფრედერიკ ოგიუსტ ბართჰოლდია, ხოლო სტრუქტურულად გუსტავ ეიფელმა შექმნა (1876-1886 წლები) - ის აშშ-ის თავისუფლების სიმბოლოა. მონუმენტი ამერიკამ საფრანგეთისგან საჩუქრად მიიღო. საფრანგეთისგან ეს მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო. დაფაზე, რომელიც თავისუფლების ქალღმერთს მარცხენა ხელში უჭირავს, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღია გამოსახული.




 

 

 

8. ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენის „მოაზროვნე" (1880-82) - ქანდაკების ორიგინალი პარიზში, როდენის მუზეუმში მდებარეობს, ხოლო მისი ასლი განთავსებულია მოქანდაკის საფლავზე. ეს როდენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია.







9. აბრაამ ლინკოლნის გიგანტური კვარცხლბეკი - ავტორი დენიელ ჩესტრე ფრენჩია.







10. ჯეფ კუნსის „ბუშტების ძაღლი" (1994-2000) - კუნსი გამორჩეული თანამედროვე შემოქმედია. 2013 წელს, „კრისტის" აუქციონზე აღნიშნული ნამუშევარი 58,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

 

 




11. LOUISE BOURGEOIS, Maman - სკულპტურა ბილბაოში მდებარეობს. ეს არის გიგანტური ობობას ქანდაკება, რომელიც ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალის დემონსტრირებას ახდენს.







12. ანიშ კაპურის „Cloud Gate" (2004) - სკულტურა ჩიკაგოში, მილენიუმის პარკში მდებარეობს და ის ტურისტების საყვარელი ადგილია.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი