logo_geo
კოკო შანელის 7 მოდური რევოლუცია, რომელიც დღემდე არ კარგავს პოპულარობას
- +

7 სექტემბერი. 2017. 11:41



მამაკაცის შარვალი

ქალები კორსეტისგან ჯერ კიდევ პოლ პუარემ გაათავისუფლა, მაგრამ იმის საშუალება, რომ თავი თავისუფლად ვიგრძნოთ, როცა განიერი შარვალი, პერანგი და პიჯაკი გვაცვია, მადმუაზელ კოკოს დამსახურებაა. კოკო შანელმა პირველმა ჩაიცვა მამაკაცის შარვალი, შემდეგ კი ხელახლა გამოჭრა ის ქალის ფიგურაზე. დღისით უპირატესობას ანიჭებდა შემოკლებულ ვერსიას, საღამოსთვის კი ირჩევდა განიერ და გრძელ შარვლებს.






საზღვაო მაისური

შანელმა ქალის გარდერობის ნივთად აქცია უხეში ნაქსოვი საზღვაო მაისური. კლასიკური „ბრეტონკა" 1917 წელს შეუყვარდა, როცა ფრანგული რივიერის სანაპიროზე ისვენებდა და მეზღვაურების ყურებით ტკბებოდა, ისინი ზოლებიან პერანგებში იყვნენ შემოსილები. შანელის საზღვაო კოლექციით ფრანგული ელიტა მოიხიბლა.







პატარა შავი კაბა

დღემდე იდეალურია და გარდერობი წარმოუდგენელია მისი „პატარა შავი კაბის" გარეშე, რომელიც „Chanel"-ის სახლის არქივებში ნომრით 817 ირიცხება. 1926 წლის კაბას კრიტიკის გრიგალი შეხვდა და ის, როგორც სამგლოვიარო კაბა, ისე აღიქვეს, მაგრამ ფრანგული „Vogue"-ს ფურცლებზე კაბა შავ ავტომობილ „Ford"-ს შეადარეს. ეს იყო წინასწარმეტყველება რომ ეს ორი განსხვავებული ნივთი მალე პოპულარობითა და უნივერსალობით ერთმანეთს შეედრებიან. ასეც მოხდა.







ჩანთა ჯაჭვზე

„დავიღალე ხელში „რედიკულის" ტარებით, თანაც მუდმივად ვკარგავ მას, - 1954 წელს ეს სიტყვები 71 წლის კოკო შანელს ეკუთვნის. - ჩანთა უნდა იყოს ქამარზე, რათა ხელები თავისუფალი გქონდეს". ერთი წლის შემდეგ, 1955 წლის თებერვალში, შანელმა წარმოუდგინა მსოფლიოს მართკუთხედი დალიანდაგებული ჩანთა გრძელ ჯაჭვზე. სიახლეს უწოდეს „2.55" მოდელის შექმნის თარიღთან შესაბამისობაში.







ორფერი ფეხსაცმელი

1957 წელს კოკო შანელმა წარმოადგინა ფეხსაცმლის ახალი მოდელი - ორფერი Two Tone Shoes - ფეხსაცმელი კანის ფერის ტყავისგან შავი ფერის ცხვირით 5-სანტიმეტრიან კვადრატულ ქუსლზე. ორიგინალურ მოდელზე იმ პერიოდში ცნობილ ფეხსაცმლის სპეციალისტთან - რაიმონ მასაროსთან ერთად მუშაობდა. Two Tone Shoes დღემდე გადადის კოლექციიდან კოლექციაში სხვადასხვა ინტერპრეტაციით. მოდელი ვიზუალურად აგრძელებს ფეხს ღია ფერის ფუძის ხარჯზე, რითაც ტერფს უფრო მინიატურულს ხდის.







ტვიდის კოსტიუმი

შანელი დარწმუნდა, რომ ისე არაფერი აბერებდა ქალს, როგორც ზედმეტად მდიდრული კოსტიუმი, ამიტომ თავისი გმირი ტვიდის კოსტიუმით შემოსა. მე-20 საუკუნის დასაწყისში სქელი შალის ქსოვილი მხოლოდ მამაკაცის პალტოს შესაკერად გამოიყენებოდა, მაგრამ შანელმა ტვიდისგან წელში გამოყვანილი ჟაკეტი და ვიწრო ქვედაბოლო შეკერა. ეს იდეალური კოსტიუმის ფორმულა კოკოსგან, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია არ კარგავს აქტუალობას.







ბიჟუტერია

შანელი იყო პირველი, ვინც დაარწმუნა ქალები, ატარონ ბიჟუტერია, თანაც არა ნაკლები ღირსებით, ვიდრე ნამდვილი საიუველირო შედევრები. გარდა ამისა - შეახამონ პირველი და მეორე. „კარგი გემოვნების ადამიანები ატარებენ ბიჟუტერიას. ყველა დანარჩენს უწევთ ოქროს ტარება", - ამბობდა ის და კვლავ გამოდიოდა არსებული წესებისა და პრინციპების წინააღმდეგ.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი