logo_geo
რომელი ცხოვრებისეული მოვლენები აზიანებს ტვინს
- +

7 სექტემბერი. 2017. 18:33


 

სტრესული გამოცდილება, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განქორწინება, სამსახურიდან დათხოვნა, იწვევს ტვინის ბიოლოგიური ასაკის 4 წლით მატებას. 

ნევროლოგებმა ტვინისათვის სახიფათო 27 ცხოვრებისეული მოვლენის ნუსხა შეადგინეს. პრობლემები შეიძლება ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყოს (სწავლაში წარუმატებლობა, კლასში ჩარჩენა ან სკოლიდან გარიცხვა). 

მშობლების უმუშევრობა, ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვის ტვინზე უარყოფითად მოქმედებს. ყმაწვილობისას და ზრდასრულ ასაკში ხშირად ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმა მშობლების განქორწინება, მშობლის, ახლობლის გარდაცვალება, მეუღლის ღალატი, მეუღლის მშობლებთან სერიოზული კონფლიქტი, მატერიალური სახის პრობლემები, სკოლის შეცვლა, სახლის შეძენა და ა.შ. შეიძლება აღმოჩნდეს.

მწვავე სტრესი იწვევს ტვინში ანთებასა და დეპრესიას, რაც დემენციის რისკს ზრდის. ზოგადად თითოეული სტრესული მოვლენა ტვინს დაახლოებით ოთხი წლით აბერებს.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი