logo_geo
რამდენი კალორია იწვება სექსის დროს?
- +

8 სექტემბერი. 2017. 10:57


შესაძლოა, უკვე გსმენიათ იმის შესახებ, რომ სექსი შესანიშნავი ვარჯიშია ორგანიზმისთვის. ერთ-ერთი კვლევის შემდეგ, რომელშიც 21 ჰეტეროსექსუალი წყვილი მონაწილეობდა, მკვლევარებმა ახალი საინტერესო შედეგები წარმოადგინეს.


კვლევაში მონაწილე კაცებმა, საშუალოდ, 24-წუთიანი სექსუალური აქტის დროს 101 კალორია დაწვეს (4, 2 კალორია წუთში), ხოლო ქალებმა - 69 კალორია (3,1 კალორია წუთში). რაც შეეხება სირბილს, 30-წუთიანი სირბილის შემდეგ კაცებმა 276 კალორია დაწვეს, ხოლო ქალებმა - 213. სავარაუდო ენერგეტიკული ღირებულება სექსუალური აქტის დროს ქალებსა და კაცებში ერთნაირი იყო.


სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით, 70-კილოგრამიანი ადამიანი, სტიმულაციისა და ორგაზმის დროს წუთში 3, 5 კალორიას წვავს (210 კალორია საათში). თუმცა, ეს მაშინ, როდესაც სექსუალური აქტივობის საშუალო სეანსი, დაახლოებით, 6 წუთი გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ 70-კილოგრამიან ადამიანს შეუძლია სექსუალური აქტის დროს 21 კალორია დაწვას.


როგორ დავწვათ უფრო მეტი კალორია სექსის დროს?


კვლევის გათვალისწინებით, „საშუალო" სექსუალური აქტივობა კალორიების დაწვაზე დიდად არ მოქმედებს. თუკი კალორიების დაწვის გაძლიერება გსურთ, გაითვალისწინეთ:


- დაკავდით უფრო ხანგრძლივი სექსით.

- შეეცადეთ, თქვენი სექსუალური აქტი უფრო ვნებიანი იყოს, რადგან, რაც უფრო აქტიური ხართ სექსის დროს, მით უფრო მეტ ოფლს გამოყოფს ორგანიზმი, შესაბამისად, კალორიებიც უფრო მეტად იხარჯება.

- სცადეთ სხვადასხვა პოზიციები.


არსებობს ისეთი ნივთი, როგორიცაა სექსკალკულატორი. შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი პარტნიორის სქესი და წონა, ასევე, როგორი პოზები შეასრულეთ, ჭკვიანი სექსკალკულატორი დახარჯულ კალორიებს ზუსტად გამოგითვლით.


 

big_banner
არქივი