logo_geo
წამალი, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას დაამარცხებს!
- +

9 სექტემბერი. 2017. 01:26


რამდენი ადამიანი იტანჯება ნარკოდამოკიდებულებით... ამასთან, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია არა არის - აკრძალული ნივთიერებებისადმი ლტოლვა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებს და მათ ახლობლებს უდიდეს ტკივილს აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება აქტიურად ებრძვის ნარკობიზნესს, ნაკლებად სავარაუდოა რომ ის ძირფესვიანად აღმოიფხვრება ახლო მომავალში.


სპეციალისტებმა, სკრიპსის სამეცნიერო-კვლელვითი ინსტიტუტიდან, შექმნეს ვაქცინა, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ბლოკირებას ახდენს, და როგორც დამტკიცდა, ეფექტს ინარჩუნებს ორგანიზმში შეყვანიდან 8 თვის მანძილზე.

 

ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა


ვაქცინის მოქმედება მიმართულია იმაზე, რომ იმუნურმა სისტემამ გამოიმუშავოს ანტისხეულები ჰეროინის წინააღმდეგ. თავდაპირველად კვლევები ტარდებოდა მაიმუნებზე. ვაქცინაციის შემდეგ მათში შეჰყავდათ ჰეროინი. როდესაც ნარკოტიკი ორგანიზმში შედიოდა, შექმნილი ანტისხეულები მის მოლეკულებს ნეიტრალიზებას უკეთებდნენ. მაიმუნები არ განიცდიდნენ ეიფორიას ჰეროინისგან, რადგან მისი მოლეკულების ბლოკირება ხდებოდა მანამ, სანამ ტვინამდე მიაღწევდა.


აღნიშნული ვაქცინის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გამოყენება იმ ნარკომანების სამკურნალოდაა შესაძლებელი, რომლებიც იღებენ ჰეროინს და უფრო სუსტ ნივთიერებებს. მისი ორგანიზმში შეყვანის შემდეგ პაციენტებს ნარკოტიკების მიღების მოტივაცია საერთოდ დაეკარგებათ. აღნიშნული პრეპარატი ხელს უშლის რეციდივების განვითარებას გამოჯანმრთელების პროცესში.


კვლევის შედეგად 4 მაიმუნმა, რომელთაც ვაქცინის სამ დოზას აძლევდნენ, კარგი იმუნური შედეგი გამოავლინა - ჰეროინის სხვადასხვა დოზების ნეიტრალიზება ხდებოდა. ამასთან, დაადგინეს რომ პრეპარატი გაცილებით ეფექტურია ვაქცინაციიდან პირველ თვეში, თუმცა, მისი გავლენა ორგანიზმზე 8 თვეს გრძელდება. წამლის განმეორებით შეყვანას კი უფრო დიდი შედეგი აქვს.


ექსპერიმენტის მეორე და მესამე რაუნდები უფრო დიდ დადებით შედეგს იძლეოდა, რამდენადაც მძიმე ნარკოტიკის მოქმედების ბლოკირების ხარჯზე, ორგანიზმი თანდათან უარს ამბობდა მასზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ექსპერიმენტში მონაწილეებს არ ჰქონდათ აბსტინენციის სინდრომი (ე.წ. "ლომკა") და ჰეროინის მოხმარების სურვილი.


„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ვაქცინა სრულიად უსაფრთხო იქნება ადამიანებზე გამოცდის შემთხვევაში" - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი კიმ ჯანდი. გუნდის შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს ვაქცინის პარტნიორობის ლიცენზია კლინიკურ კვლევებში.


P. S. არასოდეს აჰყვეთ ცდუნებას და არ გასინჯოთ შემოთავაზებული ნარკოტიკი! ეს შეიძლება ფატალურად დამთავრდეს თქვენთვის! არასოდეს თქვათ: „როცა მომინდება, თავს მაშინ დავანებებ" - ეს უბრალოდ შეუძლებელია! ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება ძალიან რთულია. იფიქრე საკუთარ თავზე და ახლობელ ადამიანებზე - სამყაროში ბევრი საინტერესო რამ არის, რაც გაგახალისებს, ბედნიერს გაგხდის. ნუ იქნები სუსტი!



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი