logo_geo
ჭიათურის უნიკალური მღვიმე
- +

8 დეკემბერი. 2016. 02:18



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, ჭიათურის მეორე და სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: გია და გელა ციცვიძეებმა, გიორგი მუმლაძემ, ავთო ციცვიძემ, სპელეოლოგმა ლადო მუმლაძემ და მანდაეთში მაცხოვრებმა ბონდო მუმლაძემ, ჭიათურის სოფელ მანდაეთში 2016 წლის თებერვალში  უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს.


მანამდე აღნიშნულმა ჯგუფმა მღვიმე რამდენიმეჯერ დალაშქრა და ექსპედიიციის მოსაწყობად პროფესორ გიორგი დვალაშვილს მიმართა. ექსპედიციის მსვლელობისას მოხდა მღვიმეს დიდი ნაწილის შეფასება, რომლის ჯამური სიგრძე ნახევარი კილომეტრია და 3 სართულზე ვრცელდება. მღვიმეში გაედინება დაახლოებით 1 ლიტრი წამში დებიტის მქონე ნაკადი. მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაც „ზაქარიას კლდის მღვიმე" ეწოდებოდა.


2016 წლის 14 თებერვლიდან მღვიმის ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით და რომლის ჭერის სიმაღლე 15, სიგანე 5 და სიგრძე 35 მეტრია, მიენიჭა ქართველი სპელეოლოგის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი. მღვიმის დეტალური კვლევის შემდეგ შესაძლებელია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.


 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი