logo_geo
მეცნიერები: კაცის ალკოჰოლიზმი უფრო საშიშია, ვიდრე ქალის
- +

9 სექტემბერი. 2017. 23:54

 


ფინელმა მეცნიერებმა, წარმოადგინეს კვლევის შედეგები, რომელიც ახალგაზრდების მიერ, ალკოჰოლის მიღების რისკებს ეხებოდა. ვრცლად კვლევას Sciencedaily აქვეყნებს.


სპეციალისტები კვლევებს 23-28 წლის ქალებსა და კაცებზე ატარებდნენ. მათ შორის იყვნენ მოხალისეები, რომლებსაც ალკოჰოლური სასმელების მიღების 10-წლიანი სტაჟი ჰქონდათ.


მეცნიერები, ექსპერიმენტის მონაწილეების რეაქციებს დააკვირდნენ სპეციალურ მაგნიტურ იმპულსზე (TMC), რომელიც ააქტიურებს ტვინის ნეირონებს. მანამდე აღმოჩენილი იყო, რომ TMC-ზე უფრო მაღალი ელექტრონული პასუხი ჰქონდათ იმათ, ვინც სპირტიან სასმელს რეგულარულად იღებს.

 

„კვლევით დავადგინეთ, რომ მსმელ კაცებს ТМС-ზე უფრო მძაფრი რეაქცია, ქალებს კი გაცილებით სუსტი შედეგი ჰქონდათ, რაც ძალიან გაგვიკვირდა. მიღებული შედეგები მოწმობს, რომ ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღება, აზიანებს კაცის ტვინს უფრო მეტად, ვიდრე ქალისას", - ნათქვამია კვლევაში.


მკვლევრების თქმით, ალკოჰოლიზმის ფარმაკოლოგიური მკურნალობის დროს, გენდერული სხვაობაც გასათვალისწინებელია.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი