logo_geo
„ჭკუა ეს არ არის“... - მიხეილ ჟვანეცკის სიტყვები, რომლებიც ყველამ უნდა წაიკითხოს
- +

8 დეკემბერი. 2016. 12:23


 

მიხეილ ჟვანეცკი: ჭკუა - ეს არ არის ერუდიცია, არც  უნარი, ჩაერთო ნებისმიერ საუბარში. იყო ჭკვიანი, არ ნიშნავს, შეგეძლოს საუბარი სწავლულებთან. თუ შენ ჭკვიანი ხარ, გესმის, რომ არაფერი არ გესმის. ჭკუა ხშირად, დუმილით საუბრობს. ჭკუა გრძნობს უსიამოვნო მომენტებს საუბარში და თავს არიდებს მათ.  ხშირად გონებას აქვს პასუხი მაგრამ ის დუმს, იმიტომ რომ მას პასუხის მოსმენა არ სურს.  და საერთოდ, ჭკუა რაიმეს ყოველთვის გთავაზობს. ის სიბრიყვეს არ  გთავაზობს. სიბრიყვე არაფერს იკითხავს, ის  გეწინაღმდეგება და გეწინააღმდეგება... თითქოს დარწმუნებულია!  და ამ უაზრო წინააღმდეგობაში შენ კარგავ ძალას, მოთმინებას, აზროვნებას, რომლითაც ასე ამაყობდი. სიბრიყვეს ვერაფერში დაეთანხმები. და ფიქრობ, რომ ცუდი ხასიათი გაქვს. ამიტომაც ჭკვიან ადამიანთან დაისვენე! დაისვენე მასთან ერთად, გევედრები!


არასოდეს დაგწყდეს გული, თუ უვიცმა და შეუგნებელმა ადამიანმა გაწყენინა. არ ინაღვლო იმაზე, თუ შენ მას საკადრისი პასუხი არ გაეცი. პირიქით, უნდა გიხაროდეს, რომ მან შენი კომფორტის ზონიდან გამოყვანა ვერ მოახერხა. შენ სხვა ხარ! სხვანაირი ხარ! სხვაგვარად ფიქრობ, აზროვნებ და სწორედ ამით სჯობიხარ მას, ეს არის შენი კოზირი.  ნუ დახარჯავ თუნდაც წუთს ვიღაცისთვის იმის მტკიცებაში და ახსნაში, რასაც მისი გონება ვერასდროს ჩაწვდება...


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი