logo_geo
რა შეცდომას ვუშვებთ პირჯვრის წერისას და რამდენი სანთელი უნდა დაანთოთ ეკლესიაში
- +

11 დეკემბერი. 2016. 16:37



პირჯვრის გადასახვა და სანთლის ანთება ნებისმიერი მართლმადიდებელის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თუმცა, ხშირად ადამიანები პირჯვარს შეცდომით ისახავენ - ხელი მხრებთან კი არ მიაქვთ, არამედ სადაც მოხვდებათ, იქ იდებენ. სანთლის ანთების დროს ზოგს ჰგონია, რომ წყვილი უნდა დაანთოს, ზოგს კენტი რაოდენობა ჰგონია სწორი. შეიძლება ეს ყველაფერი წვრილმანად და უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა ამ ყველაფერს თავისი წესი აქვს, რომელსაც სწორად შესრულება უნდა.


გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):

 

„ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს მარჯვენა ხელის სამი თითით მართებს პირჯვრის გამოსახვა. ვაერთებთ ცერა, საჩვენებელსა და შუა თითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმინდა სამება: მამა, ძე და სულიწმიდა; ორ დანარჩენს კი - ნეკასა და არათითს ხელის შუა გულზე ვიდებთ, ქრისტეს ორ ბუნებოვნების - ღვთაებრივის და კაცობრივის, - სიმბოლოდ. მოხრილი თითები მიგვანიშნებს ღვთაებრიობაზე მაცხოვრისა, რომელმან მოსდრიკა ზეცა და განკაცდა დედამიწაზე. აღმართული თითები კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვრის ამაღლებაზე მიანიშნებს.

 

როგორც პირჯვრის საწერი თითების წყობა, ასევე მათი მოძრაობის მიმართულება, ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი მარჯვნიდან მარცხნივ.

 

შინაგანად რისი სურვილიც გვაქვს, ის უნდა შევთხოვოთ უფალს და ამისთვის შესაძლოა 1 ცალი სანთელიც გვეყოს, რაოდენობა არ განსაზღვრავს სულიერ ხარისხს. სანთელი ერთგვარი ძღვენია უფლისადმი შეწირული, ამით გამოვხატავთ ჩვენი ლოცვისადმი მხურვალებას და გულანთებულობას", - განაცხადა მამა ანდრიამ.

 

 

წყარო: prof-news.com 


 

big_banner
არქივი