logo_geo
ციცქნა კნუტი, რომელიც ქუჩაში იპოვეს, კნუტი სულაც არ აღმოჩნდა...
- +

13 დეკემბერი. 2016. 21:02


 


ტაილანდში, ერთ-ერთი ოჯახის წევრი ფანჯრიდან იყურებოდა, როცა ქუჩაში სულ ერთიბეწო კნუტი დაინახა.  როდესაც ოჯახის წევრებმა სახლში ამოყვანილი არსება ახლოდან ნახეს, იეჭვეს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი შინაური კატა. მათ სამაშველო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოიძახეს.

 

 

 



Wildlife Friends Foundation Thailand (WFFT) ორგანიზაციის მაშველებმა პატარა წაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ კნუტი გადაშენების პირას მყოფ „კატა-თევზმჭერის" სახეობას მიეკუთვნებოდა. ეს არის ველური კატა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცხოვრობს.


 

 

 

 


„გასაოცარია, რატომ აღმოჩნდა კნუტი დედის გარეშე", - აღნიშნეს WFFT-ის თანამშრომლებმა, - „ეტყობოდა, რომ ის სულ რამდენიმე საათის წინ დაიბადა".


აღმოჩნდა, რომ ოჯახი, რომელმაც კნუტი იპოვა, მის დედა კატასაც იცნობდა.


 

„კნუტის დედა ადრე სახლთან ახლოს ვიპოვეთ. გავზარდეთ და შემდეგ ბუნებაში გავუშვით", - ამბობს ოჯახის ერთ-ერთ წევრი.


ოჯახში გაზრდილმა კატამ ხანდახან სახლში დაბრუნება იცის. მაშველები თვლიან, რომ კატამ შვილის გაჩენაც სახლის ახლომახლო გადაწყვიტა. როგორც ჩანს, მან გაჩენილი კნუტები შემდეგ სხვა ადგილას გადაიყვანა.


„კნუტების გადაყვანისას ერთ-ერთი გამორჩა", - აღნიშნეს WFFT-ში.

 

 

 


ოჯახი ელოდა, რომ კატა კნუტის წასაყვანად დაბრუნდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას პატარა დაავიწყდა. კნუტი გაყინული და მშიერი იპოვეს. WFFT-ის კლინიკაში ვეტერინარმა პატარა გასათბობად გულზე დაიწვინა. მას სიმბა დაარქვეს.

 

 

 

 

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმბა გადარჩა. მათი ბუნებრივი გარემოს განადგურების გამო, ბუნების გადარჩენის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) კატა-თევზმჭერი გადაშენების პირას მყოფ სახეობად აღიარა. კატა-თევზმჭერი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გადაშენების პირასაა", - აღნიშნეს WFFT-ში და დასძინეს, რომ  სიმბა პატარა მებრძოლია.



 

 


„ახლა ის იმყოფება სპეციალურ ინკუბატორში, სადაც მისთვის იდეალური გარემოა შექმნილი", - ამბობენ WFFT-ის წარმომადგენლები, - „ჯერ ის სულ პატარაა. მოცდა მოგვიწევს, რომ ვნახოთ, რა იქნება მომავალში".


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი