logo_geo
„შეუძლებელია ქართველ ქალს თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ“
- +

16 დეკემბერი. 2016. 00:38



მღვდელი დონ ჟოზეფ მარი ზამპი, რომელიც საქართველოში ცნობილია როგორც ჯუზეპე მარია ძამპი. ძამპა 1645 წელს იმოგზაურა საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში. 1672 წელს ძამპიმ საფრანგეთის ელჩს კონსტანტინოპოლში წარუდგინა „ქართველ ეპისკოპოსთა რწმენის თხრობა", ჟან შარდენს კი მეგრელების რელიგიის აღწერილობა, რომელიც მას, შარდენის სიტყვით, შეუდგენია სამეგრელოში 23 წლის ცხოვრების შემდეგ. 


თავისი მოგზაურობის აღწერილობაში ძამპი მოკლედ მიმოიხილავს სამეგრელოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გავრცელებას. მოხსენებული ჰყავს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი. დაწვრილებით აქვს აღწერილი სამეგრელოს ეკლესიების არქიტექტურა, ინტერიერი, სამღვდელოების ჩაცმულობა, ხატები, ზარები, რელიკვიები. მთელი თავები აქვს დათმობილი ღვთისმსახურების, რელიგიური წეს-ჩვეულებების აღწერას, აგრეთვე საკულტო ტერმინოლოგიას ქართულ ენაზე. შეიცავს მდიდარ ფოლკლორულ და საყოფაცხოვრებო მასალას. ამ მხრივ მისი შრომა არქანჯელო ლამბერტის ცნობების გაგრძელებაა.


ჯუზეპე მარია ძამპი ქართველ ქალს ძალიან ლამაზად აღწერს:

 

„ქართველი ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოვებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ.

ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახის და ტანის დანახვაც კი შეუძლებელია. არიან მაღალნი, კოხტა და მოქნილი ტანისა და საოცრად წელწვრილნი."


 

big_banner
არქივი