logo_geo
პროდუქტები, რომელიც სურსათის მაღაზიაში არ უნდა შევიძინოთ
- +

3 მაისი. 2018. 02:17

 

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, სუპერმარკეტში შესვლისას განსაკუთრებით მიმზიდველად მოგეჩვენებათ უკვე მზა პროდუქტი- შემწვარი წიწილა ან დაჭრილი და დაფასოებული ხილი და ბოსტნეული. ამ დროს ერთადერთი რაზეც ფიქრობთ არის ის, რომ კერძის მომზადებისთვის საჭირო დრო დაზოგოთ და სანაცვლოდ დაისვენოთ და განიტვირთოთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სუპერმარკეტები მაღალი მოგების მიღების მცდელობაში, გთავაზობენ პროდუქციას, რაც ერთი შეხედვით მოსახერხებელია, თუმცა ამასთანავე ძვირია. მაგალითად, იმ ფასად, რაც თქვენ უკვე გამზადებულ რამდენიმე გრამ სალათში უნდა გადაიხადოთ, სახლში თავისუფლად შეძლებთ კერძის არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის მომზადებას.

 

იხილეთ იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რის ყიდვასაც სუპერმარკეტებში თანხის დაზოგვის მიზნით უნდა მოერიდოთ.

 

დაჭრილი და დაფასოებული ხილი და ბოსტნეული:

 

მოდით სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში: ანანასისა და კარტოფილის დაჭრა, სტაფილოს გაფცვნა მტკივნეულ პროცესად გვეჩვენება, ამიტომ უკვე სააჭმელად გამზადებული ხილისა და ბოსტნეულის მარკეტში აღება ნამდვილად მიმზიდველია, თუმცა პირად ბიუჯეტზე მომუშავე ბლოგერები გვაფრთხილებენ, რომ მსგავსი კომფორტის სანაცვლოდ, სუპერმარკეტი პროდუქციაზე ფასს იქამდე აწევს, სადამდეც ეს შესაძლებელი იქნება. გასაგებია, რომ მზა პროდუქციის ყიდვით დროის დაზოგვას ვცდილობთ, მაგრამ სანაცვლოდ, მთელი ჩვენი ანაზღაურება შესაძლოა, მსგავს კომფორტულ გადაწყვეტილებებს შეეწიროს.

 

ალბათ, შეგინიშნავთ, რომ მაღაზიაში ერთ შეფუთვა მზესუმზირაში იმდენივე გადაგიხდიათ, რამდენსაც, სულ მცირე, ნახევარ კილოგრამ დასახალ მზესუმზირაში გადაიხდიდით. სასუსნავი კიდევ ერთი სატყუარაა დროისა და ენერგიის დაზოგვის მოყვარული ადამიანებისთვის და უნდა ითქვას, რომ ამ ანკესზე, სავარაუდოდ, ყველაზე ხშირად წამოვეგებით.

 

ბლოგერები გვირჩევენ, შევიძინოთ გაყინულ მდგომარეობაში ისეთი პროდუქტები, რომლებიც ვიცით, რომ ბუნებრივ ვითარებაში მალფუჭებადია, ჩვენ კიდევ შეძენილ მთელ პროდუქციას მათ გაფუჭებამდე ვერ გამოვიყენებთ. ამ პრინციპით შეგვიძლია, ვიხელმძღვანელოთ ბოსტნეულის შეძენისას, თუმცა იმავეს თქმა არ შეიძლება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ვიცით, რომ ისედაც არ გაფუჭდება, მაგალითად არ უნდა შევიძინოთ გაყინული ბრინჯი, რადგან ბრინჯი ბუნებრივ ვითარებაშიც დიდხანს ძლებს და ამასთანავე მისი მომზადება მარტივია.

 

არ დაგავიწყდეთ, რომ ისეთ პროდუქტებში, რომლებიც პირადად თქვენთვის წინასწარ მზადდება გაცილებით მეტის გადახდა მოგიწევთ. მაგალითად, შემწვარ ქათამში ან ქათმის ფრთები.

 

და კიდევ ერთი გაფრთხილება, არასდროს შეიძინოთ საოჯახო ნივთები სასურსათო მაღაზიაში. როდესაც თქვენ შედიხართ მაღაზიაში და ყიდულობთ საკვებ პროდუქტს იწყებთ იმაზე ფიქრს სუფრის გაშლისას რაზე დააწყოთ ეს პროდუქტები, ეს სუპერმარკეტის მენეჯერებმა მშვენივრად იციან, სწორედ ამიტომ ასეთ დროს თქვენ ხვდებით სექციაში, სადაც სუფრის სხვადასხვა მოწყობილობა იყიდება. ბლოგერები გვირჩევენ მოვითმინოთ, გამოვიდეთ მარკეტიდან და შევიდეთ კონკრეტულად საოჯახო ნივთებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში, სადაც ყველაფერი გაცილებით იაფია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი