logo_geo
მნიშვნელოვანი ადგილი სახლში - როგორ უნდა მოაწყოთ საპირფარეშო
- +

7 მაისი. 2018. 02:42

 

საპირფარეშოში რემონტის დამოუკიდებლად გაკეთება რთული ნამდვილად არ არის. ეს ძალიან პატარა ფართობია და თუ მისი ინტერიერი მოგბეზრდათ, მისი გადახალისება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. მაშ ასე, შთაგონებისთვის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.

 

 

სუპერგმირი ჩვენთან არის

 

თუ სახლში ბავშვები გყავთ, მათ უსათუოდ ეყოლებათ საყვარელი გმირები, დიდებს კი ასეთი სახალისო და მჭახე ფერები აუცილებლად გაახალისებს. საამისოდ თქვენ დაგჭირდებათ შპალერი და ერთი ქილა ლაქი, რათა გაკრულ შპალერს გადაუსვათ, შედეგად მიიღებთ აი, ასეთ პოპ-არტს.

 

 

საყვარელი რეტრო

 

ეს ინტერიერი ჩვენი ბებიების დროინდელ ყოფას გაგახსენებთ, კომუნალურ ბინას. თანამედროვე ეპოქაში კი მსგავსი რეტროს სტილის საპირფარეშო მხოლოდ სიამაყის საგანია. საკმაოდ მკაცრი ნაცრისფერი ნებისმიერ ინტერიერს აკეთილშობილებს. მსგავსი ფერის საღებავის გამოყენება საპირფარეშოში თამამად შეგიძლიათ.

 

 

პერსპექტივა არსებობს

 

სარკე ოთახის გაფართოების საკმაოდ ეფექტური, თუმცა არა ერთადერთი საშუალებაა. ფოტოშპალერს ძალიან კარგად შეუძლია ადამიანის უსასრულობისკენ წაყვანა. კარგად დააკვირდით, თქვენ წინ აბსოლუტურად სხვა რეალობაა.

 

 

შეშლილი გეომეტრია

 

მცირე ზომის სივრცის გაფართოება სხვადასხვა სახის ხაზებითაცაა შესაძლებელი. გაეთამაშეთ გეომეტრიულ ფიგურებს, ნუ შეგეშინდებათ ფუნჯის აღება და ესკიზის კედელზე გადატანა. მსგავს შპალერს ვერსად შეხვდებით. ამ პროექტში სხვადასხვა მონოქრომული პარალელი შესანიშნავად ავსებს მარმარილოს იატაკს, გეომეტრიული ფიგურები კი ინტერიერს აცოცხლებს.

 

 

ეფექტური კოლაჟი

 

კოლაჟი თქვენი ბინის ყველაზე მოკრძალებულ კუთხეს გააცოცხლებს. შედეგად მიიღებთ უნიკალურ ადგილს. თემა თავად შეარჩიეთ. გახსოვდეთ, განათება აქცენტს კოლაჟს უნდა უკეთებდეს.

 

 

ბიბლიოთეკა

 

ეს ტუალეტის ყველაზე მარტივი და მოკრძალებული, ამავე დროს ძალიან ეფექტური დეკორია.

 

 

შუქით თამაში

 

ეფექტური განათება სასწაულს ახდენს. დამალეთ მთავარი განათება კედლის უკან.

 

 

ცოტაოდენი აბსტრაქცია

სარკე პირსაბანის თავზე მოპირდაპირე კედელს ირეკლავს. ნახატის შესრულება ფლომასტრითაც არის შესაძლებელი თეთრ კედელზე. იდეების მოფიქრება თავად შეგიძლიათ.

 

 

მოგონებების ოთახი

 

საპირფარეშოს ასეთ სტილში გაფორმება, კედლზე გაკრული ბილეთები, ღია ბარათები და ა.შ. ახალგაზრდულ ბარებს გაგახსენებთ. რამდენ რამეს გაიხსენებთ, ეს ხომ შესანიშნავია.

 

 

სარკის პერსპექტივა

 

სარკე იატაკიდან ჭერამდე სივრცეს ბევრად დიდს გამოაჩენს. საპირფარეშოს ყველა დეტალი ორმაგდება და ეს უჩვეულოა. მართალია, ასეთი საპირფარეშო იდეალურ სისუფთავეს მოითხოვს, თუმცა ეფექტი წვალებად ღირს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი