logo_geo
რამდენს უხდიან ბრიტანეთის სამეფო ოჯახში დასაქმებულებს?
- +

24 მაისი. 2018. 10:47

 

 

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემოსავალი ყოველწლიურად 82 მილიონი ფუნტია. სამეფო სასახლეში ასობით ადამიანია დასაქმებული. საინტერესოა, რამდენს უხდის დედოფალი თავის თანამშრომლებს?

 

როგორც გამოცემა Express.co.uk-ი წერს, ბუკინგემის სასახლეში ცოტა ხნის წინ დამხმარე მომსახურე პერსონალის ვაკანსია გამოცხადდა, ამ პოზიციაზე ანაზღაურება კი განცხადების მიხედვით საათში 8,17 ფუნტი იყო, რაც ლონდონის მერის სადიქ ხანის მიერ დაწესებულ მინიმალურ ხელფასზე (10,20 ფუნტი) 2,03 ფუნტით ნაკლებია.

 

რაც შეეხება ბრიტანეთის სამეფო ოჯახში დასაქმებული სხვა ადამიანების ანაზღაურებას, 2011 წელს ბუკინგემის სასახლემ მსახურთუფროსის ვაკანსია გამოაქვეყნა, რომელსაც ეს საქმიანობა უნდა შეესწავლა და მისი საწყისი ანაზღაურება 15 000 ფუნტი უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ დროის დიდი ნაწილი მას ჰოლირუდის სასახლესა და ბალმორალის ციხესიმაგრეში უნდა გაეტარებინა.

 

5 წლის წინ სასახლეში ასევე ჭურჭლის მრეცხავი დასჭირდათ, რისთვისაც შესაბამისი ვაკანსია გამოაცხადეს, ხოლო დასაქმებულის ხელფასი საცხოვრებელთან ერთად 17 000 ფუნტი უნდა ყოფილიყო.

 

სასახლეში ასევე მებაღის დამხმარის ვაკანსიაც იყო, რომლისთვისაც გასულ წელს 18 000 ფუნტს იხდიდნენ. დასაქმებულს კვირაში 40 საათი უნდა ემუშავა და სასახლის მიმდებარე ბაღების მოვლაში მებაღეს დახმარებოდა. აღნიშნული ტერიტორია 210 000 მეტრს მოიცავს.

 

რა თქმა უნდა, სამეფო ოჯახს მეჯინიბეც სჭირდება. 2014 წელს დედოფალი ეძებდა მეჯინიბეს, რომელიც მის საყვარელ ცხენებს გაწვრთნიდა და მოუვლიდა, ანაზღაურება კი 20 000 ფუნტი იყო.

 

ცხოველთა სადგომების დამლაგებელი კი ბუკინგემის სასახლეში იმავე ანაზღაურებას, წელიწადში 20 000 ფუნტს იღებს, რასაც მეჯინიბე, ამას დამატებული, მას ყოველწლიურად 33-დღიანი შვებულება აქვს.

 

ტელეფონის ოპერატორი ბუკინგემის სასახლეში ყოველკვირეულად 7 000 ზარს იღებს, ამ დამღლელი სამუშაოს შესრულებაში წლიური ანაზღაურება კი 23 000 ფუნტია, რასაც ბონუსები და 15%-იანი პენსია ემატება.

 

ბიზნესის განვითარებისა და კომუნიკაციების მენეჯერის ფუნქცია ადამიანების დარწმუნებაა, რომ ჰოლირუდის სასახლეში მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე მრავალფეროვანი კოლექციები დაათვალიერონ. ამ პოზიციაზე დასაქმებულის ანაზღაურება კი გამოცდილების მიხედვით წელიწადში 30 000-32 000 ფუნტია.

 

მსოფლიოს ცვლილებასთან ერთად, სოციალური მედიის სპეციალისტი სამეფო ოჯახსაც დასჭირდა, რისთვისაც 2016 წელს შესაბამისი ვაკანსიაც გამოაცხადეს, ანაზღაურების სახით კი დასაქმებულს 50 000 ფუნტს გადაუხდიდნენ.

 

სამზარეულოს მოწესრიგებასა და სახლის სხვა საქმეების შესასრულებლად დასაქმებულს კი სამეფო ოჯახი წელიწადში 122 000 ფუნტს უხდის.

 

ამასთან, დედოფლის პირადი მდივანი, სერ კრისტოფერ გაითი წერდა, რომ მისი წლიური ანაზღაურება 146 000 ფუნტს წარმოადგენდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი