logo_geo
თამაში, რომელმაც მსოფლიო მოიცვა - ვინ იყო პირველი Secret Santa
- +

3 იანვარი. 2017. 12:12




შეიძლება თამამად ითქვას, რომ საიდუმლო სანტა ( Secret Santa)  მთელ მსოფლიოში, წინასაახალწლო ტრადიციად იქცა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ვინმეს საიდუმლო სანტა არაა, ან თავისი სანტასგან საჩუქრებს არ იღებს. მიუხედავად თამაშის საყოველთაოობისა და პოპულარობისა ცოტამ თუ იცის მისი წარმოშობის ისტორია. საინტერესოა ვინ იყო ადამიანი, რომელმაც პირველად მოირგო საიდუმლო სანტის როლი.


პირველი საიდუმლო სანტა ამერიკელი ფილანტროპი ლერი დინ სტიუარდი იყო, რომელიც 1938 წელს დაიბადა და 2007 წლამდე იცოცხლა.


ლენი დინ სტიუარდს ფული არასდროს ჰქონდა. ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო მან საიდუმლო სანტობა გულუხვობისა და ხელგაშლილობის ნამდვილი გაკვეთილია. კოლეჯის დასრულების შემდეგ, ლარი გაკოტრდა და ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში საკუთარ მანქანაში ცხოვრობდა.  ერთ დღეს მას განსაკუთრებულად მოშივდა და გადაწყვიტა ევახშმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გადახდას ვერ შეძლებდა. ლარი მოიქცა ისე, თითქოს საფულე დაეკარგა. სასადილოს უფროსი დაინტერესდა რა ხდებოდა, მან იცოდა, რომ ლარის ფული არ ჰქონდა. სასადილოს უფროსმა ლარის 20 დოლარი მისცა და უთხრა, რომ  გადახდა საჭირო არ იყო.  სტიუარდს არასდროს დავიწყებია ის სიკეთე, რომელიც სასადილოს პატრონმა გამოიჩინა. ერთი წლის შემდეგ, ლარი ისევ უმუშევარი იყო. შობამდე ერთი კვირით ადრე ის უკვე მეორედ გამოუშვეს სამსახურიდან. ისევ შიოდა და გადაწყვიტა რაიმე შეეჭამა. ამ დროს დაინახა, რომ ოფიციანტს შუა ზამთარში პალტო არ ეცვა. ლარიმ გაიაზრა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი ფული ეყიდა მისთვის პალტო, მიაწოდა 20 დოლარი, რათა გადაეხადა თავისი ორდოლარიანი მენიუ. ხურდა კი მიმტანს დაუტოვა.


მოგვიანებით ლარის საკუთარი სიკეთე  მილიონებად აუნაზღაურდა. მისი ბიძაშვილი დასაქმებაში დაეხმარა. ლარიმ მილიონობით დოლარის გამომუშავება მოახერხა საკაბელო ტელევიზიისა და კავშირგაბმულობის ინდუსტრიაში.


რადგან ლარის ადამიანებისგან ბევრი სიკეთე ახსოვდა, გადაწყვიტა საკუთარი ფული ადამიანების დახმარების "ბიზნესში" ჩაედო. ის ეხმარებოდა ადამიანებს, არა მარტო შობის სეზონზე, არამედ მთელი წლის განვალობაში.  გასცემდა ფულს და იცავდა ერთ წესს: ანონიმურობას. არავინ იცოდა, რომ ამ დახმარებისა და სიკეთის ავტორი ლარი იყო.


ლარი სტიუარდი იქცა ინსპირაციად მთელი მსოფლიოსთვის. მან დააარწმუნა ხალხი, რომ სიკეთე ყველაზე დიდი ბედნიერებაა და ადამიანის დასაჩუქრება ისე, რომ მან არც კი იცოდეს ვინ დაასაჩუქრა - ყველაზე ამაღელვებელი ემოციაა.


დღეს კი, ლარი სტიუარდის მსგვასად, საიდუმლო სანტას პასუხისმგებლობას  უამრავი ადამიანი ატარებს, ისინი ცდილობენს შეარჩიონ საჩუქარი, რომელიც მათ ადრესატს მოეწონება, გაახარებს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, რომ შობა-ახალი წელი ოცნებების ასრულებისა და სასწაულების დღეა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი