logo_geo
5 ფაქტი საკულტო ფილმ „ვოროშილოველ მსროლელზე“
- +

26 ივნისი. 2018. 16:08

 

 

ფილმი გადაღებულია ვიქტორ პრონინის მოთხრობის „ქალი ოთხშაბათობით“ მიხედვით.

 

რეჟისორ სტანისლავ გოვორუხინს იმდენად მოეწონა მოთხრობა, რომ ფილმის გადაღება გადაწყვიტა. მთავარ როლში მიხაილ ულიანოვის მეტი ვერავინ წარმოედგინა, თუმცა აფონინის თამაში ძალიან ნდომებია მიხაილ ჟჟენოვს. კატიას როლზე ორი პრეტენდენტი იყო - სტუდენტები ანა სინიაკოვა და იულია ნაჩალოვა. რეჟისორმა ულიანოვს შესთავაზა, თავად ამოერჩია „შვილიშვილი“ და მანაც ანა არჩია.

 

ეს ფილმი ანა სინიაკოვასთვის მეორე იყო, მანამდე პატარა როლი ითამაშა კარენ შახნაზაროვის „სავსემთვარეობაში“. ამ როლში აღებული ჰონორარით ცისფერი ხავერდის კაბა იყიდა კინოს სახლში მოწყობილი ფილმის პრემიერისთვის და ამავე კაბით წარდგა მაყურებლის წინაშე გნესინების სახელობის სასწავლებელში მოწყობილ ჩვენებაზე. სწორედ ამ სასწავლებელში ეუფლებოდა სამსახიობო ხელოვნებას. გადაღებების შემდეგ დრამატული ხელოვნების ექსპერიმენტულ სკოლაში მსახიობად დაიწყო მუშაობა. კინოფილმებში იშვიათად მონაწილეობს, თუმცა ეპიზოდურ როლებში შეიძლება მისი ნახვა კარენ შახნაზაროვის ფილმებში  „პალატა #6“ და „ანა კარენინა“.

 

გამომძიებელ შეველიოვის როლი შეასრულა სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვლადიმირ სემაგომ. ამჟამინდელი პოლიტიკოსი ადრე „კავეენში“ გენადი ხაზანოვთან და ლეონიდ იაკუბოვიჩთან ერთ გუნდში გამოდიოდა, ეპიზოდური როლები აქვს ნათამაშები შემდეგ ფილმებში:„44-ის აგვისტოში“, „მემკვიდრეები“, „ოლიგარქი“, „ერთხელ როსტოვში“ და სხვა...

 

ფილმის გადაღებები კალუგაში მიმდინარეობდა. რეჟისორმა გადაწყვიტა, დეკორაციები არ გამოეყენებინა და იღებდნენ რეალურ ბინებში, სადარბაზოებსა და ეზოებში. ფილმისთვის იქირავეს სამოთახიანი ბინა მოხუცი ცოლ-ქმარისგან.

 

ეზოს სცენაში მონაწილეობენ კალუგის დრამატული თეტრის მსახიობები, რომლებიც სიამოვნებით იხსენებენ მიხაილ ულიანოვთან გატარებულ დროს.

 

ფილმ „ვოროშილოველი მსროლელის“ პრემიერას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების აზრი ორად გაიყო- ერთნი ამართლებდნენ გმირის მოქმედებას, მეორენი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.

 

მოწინააღმდეგეები გოვორუხინს ლინჩის წესით გასამართლების რომანტიზმში ადანაშაულებდნენ, მეორე მხარისთვის კი თოფიანი ვეტერანი ეროვნულ გმირად იქცა. მიხაილ ულიანოვს წერილები ტომრებით მოსდიოდა, მის მიერ შექმნილი სახალხო შურისმაძიებლი, რომელიც მზად არის, შური იძიოს  ნებიმიერზე,  ვინც დარწმუნებულია თავის დაუსჯელობაში, დიდ მოწონებას იმსახურებდა. როლის შესრულებისთვის მსახიობმა მიიღო პრემიები „ნიკა“ და „ოქროს ვერძი“, ასევე ბაქოს კინოფასტივალის სპეციალური პრიზი „ყველაზე მამაკაცური სახე“.

 

 

big_banner
არქივი