logo_geo
10 პროდუქტი არტერიის გასაწმენდად და ინფარქტის პრევენციისთვის
- +

30 ივლისი. 2018. 23:48

 

 

თავიდანვე შეგახსენებთ, რომ არტერია გულიდან სისხლს აწვდის სხეულის ყველა ორგანოსა და ქსოვილს და უდიდესი როლი აქვს იმაში, რომ ჩვენი ორგანიზმი საათივით მუშაობდეს...

 

სამწუხაროდ, ხშირად ვივიწყებთ ბუნების საჩუქრებს. დღეს წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომელთა რაციონში შეტანით გულსა და არტერიებს მოუფრთხილდებით...

 

სატაცური

 

გასაკვირია, მაგრამ ფაქტია. სატაცურის მიღებით ნორმალიზდება წნევის დონე და თრომბის წარმოქმნის რისკს თავიდან აიცილებთ.

 

ავოკადო

 

ეს ხილი მდიდარია ომეგა-3-ით, არ შეიცავს ცხიმოვან მჟავებს და მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

 

ბროკოლი

 

ამ ჯადოსნურ ბოსტნეულში შემავალი K ვიტამინი დადებითად მოქმედებს წნევაზე და აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს.

 

კურკუმა

 

რეგულარულად გამოიყენეთ კურკუმა სუნელის სახით და არასდროს გაიგებთ, რას ნიშნავს სისხლძარღვების კედლების დაზიანება.

 

ბროწეული

 

ექიმები ხშირად გვირჩევენ ბროწეულის მიღებას და არ ცდებიან, რადგან მისი წვენი შესანიშნავია დაბალი ჰემოგლობინისა და სისხლნაკლებობის დროს. ამ ხილში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები სისხლძარღვების ელასტიკურობას აუმჯობესებს.

 

ხურმა

 

ხურმაში შემავალი ანტიოქსიდანტები და ბოჭკოები უებარი წამალია სისხლის სისტემისთვის.

 

 

მწვანე ჩაი

 

დღეში ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი არტერიული ემბოლიისგან დაგიცავთ.

 

დარიჩინი

 

დარიჩინი წმენდს ორგანიზმს და სისხლში შაქრის დონის შემცირებას უზრუნველყოფს.

 

სპირულინა

 

ამ ზღვის მცენარის ყოველდღიურად გამოყენებით გაიმაგრებთ იმუნიტეტს და გულის სწორ მუშაობას უზრუნველყოფთ.

 

მოცვი

 

მოცვის რეგულარული გამოყენებით ვერასდროს გაიგებთ, რას ნიშნავს ტერმინი - გულის უკმარისობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი