logo_geo
ჰოლივუდის სექს-სიმბოლო - მერლინ მონრო
- +

15 იანვარი. 2017. 13:36


 

მერლინ მონრო იგივე ნორმა ჯინ მორტერსონი 1926 წლის 1 ივნისს ლოს-ანჯელესში დაიბადა.


ნორმა/მერლინის ბავშვობას ბედნიერს ვერ ვუწოდებთ. მამა არ ჰყოლია, დედა კი უცნაური და გაუწონასწორებელი იყო. ის ფიქრობდა, რომ შვილის აღზრდას მარტო ვერ შეძლებდა და დაბადებიდან 2 კვირის თავზე სხვა ოჯახს გადასცა გასაზრდელად. გოგონამ ოჯახში 7 წელი გაატარა და იშვიათად ნახულობდა დედას. 7 წლის ასაკში გლედისმა(დედამისმა) უკან დაიბრუნა შვილი, მაგრამ ცოტა ხნით. მალე მას ფსიქიკური მოშლა დაემართა და ფსიქიატრიულში გაგზავნეს. ბავშვობის დარჩენილი ნაწილი კი მერლინმა უპატრონო ბავშვთა სახლში და ოჯახებში გაატარა.


1950-60-იან წლებში, როგორც ცნობილი კინოვარსკვლავი, ეკრანზე ხშირად ჩნდებოდა კომიკური ხასიათის როლებით. კარიერის შემდგომ საფეხურებზე უფრო სერიოზულ როლებზე დაიწყო მუშაობა და თავისი დროის სხვა მსახიობებზე ბევრად წარმატებული იყო. მერლინ მონრო 1960 წელს ორ კომედიური ჟანრის ფილმში გადაიღეს. ეს ფილმები პოპულარული მალე გახდა, მერლინ მონრო კი ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდ აღიარეს.



მერლინის სამოდელო კარიერა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ქარხანას, სადაც მერლინი მუშაობდა არმიის ფოტოგრაფი ეწვია, რომელსაც მომუშავე გოგონები ჟურნალ „For Yank"-ისთვის უნდა გადაეღო. მან მაშინვე შეამჩნია მერლინი და ფოტოების გადაღება შესთავაზა. ცნობილია, რომ მერლინი თავისუფალი მოდელი იყო, პოზირებდა არმიის ჟურნალებისთვის და მას საათში 5$-ს უხდიდნენ. მისი თანდაყოლილი ქარიზმა ჭარბად იგრძნობოდა ფოტოებზე. მალე მერლინით სხვა ჟურნალებიც დაინტერესდნენ, საათში ახლა მას, უკვე, 100$-ს უხდინდენ.



წარმატებულ ადამიანებს ხშირად არ უმართებთ პირად ცხოვრებაში, არც მელინი იყო გამონაკლისი. წარუმატებელი პირადი ცხოვრების გამო მსახიობი ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში, გადიოდა მკურნალობის კურსებს, მაგრამ ერთადერთ „მხსნელად" მაინც ნარკოტიკი ესახებოდა. მონროს ცხოვრებაში უამრავი მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის იყვნენ ფრენკ სინატრა და ჯონ კენედიც.



მერლინი 1962 წელს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი სიკვდილი საიდუმლოებით არის მოცული, გვამი საძინებელში, დამამშვიდებელი აბების გვერდით იპოვეს. არ გამორიცხავენ თმკვლელობასაც, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ის მოკლეს, რადგან ფლობდა უამრავ ინფორმაციას, რასაც ძმები კენედების პოლიტიკური კარიერისთვის წერტილი დასმა შეეძლო.


გთავაზობთ უცნობ ფაქტებს მერლინ მონროს შესახებ:


„ყველა დროის გამოჩენილი ქერა ქალბატონი" დაიბადა ღია ყავისფერი თმით, ფსევდონიმის შეცვლასთან ერთად მან თმა სუფთა ქერად გადაიღება და ჩაიტარა რამოდენიმე პლასტიკური ოპერაცია, მათ შორის შეიცვალა ცხვირის ფორმა.


რეჟისორების უმრავლესობა ერთ რამეზე ჩიოდა, მათი თქმით, მერლინთან მუშაობა შეუძლებელი იყო. მას ყოველთვის ავიწყდებოდა და ერეოდა სიტყვები, აგვიანებდა გადაღებებზე ან საერთოდაც არ მიდიოდა რამდენიმე დღე. კარგი ეპიზოდისთვის 20-40 დუბლის გადაღება მაინც იყო საჭირო.


მერლინ მონროს შესახებ დაიწერა 600 წიგნი.


მერლინი ვერ იტანდა ოფლს და მტვერს, ამიტომ სახეს დღეში 15-ჯერ იბანდა.


ვარსკვლავმა მეორე ქმარს, ბეისბოლისტ ჯო დიმაჯიოს, მისი გარდაცვალების შემდეგ საფლავზე, ყოველ კვირას, ყვავილების მიტანა სთხოვა. ჯომ მისი თხოვნა შეასრულა.


ჯო დიმაჯიოს უკანასკნელი სიტყვები იყო - „როგორც იქნა, მივდივარ მერლინის სანახავად".



მერლინი ყველას უფრო გამხდარი ეგონა, ვიდრე სინამდვილეში იყო. ვარსკვლავის სიმაღლე 165 სმ იყო და ის 52 კილოგრამს იწონიდა.


მის სიკვდილთან დაკავშირებით 5 ვერსია არსებობს: მკვლელობა კენედების დავალებით, მკვლელობა მაფიის დავალებით, თვითმკვლელობა, ნარკოტიკის გადამეტებული დოზა და ფსიქოანალიტიკოსის ტრაგიკული შეცდომა.


სიკვდილიდან 37 წლის შემდეგ, 1999 წელს ფლეიბოიმ მერლინ მონრო ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა და მთელმა მსოფლიომ მასთან ერთად მას „მეოცე საუკუნის სექს-სიმბოლო" უწოდა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





 

big_banner
არქივი