logo_geo
როგორ არ უნდა მოვიქცეთ გრიპის დროს?
- +

15 იანვარი. 2017. 17:13


 

გრიპის მკურნალობა არცთუ ადვილია, უყურადღებობის შემთხვევაში კი, მას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დროული და სწორი მკურნალობის დანიშვნა.


ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გრიპი თავისით გავა. ასეთი ადამიანები რეგულარულად იღებენ სიცხის დამწევ პრეპარატებს და ისე დადიან სამსახურებში. ეს პრეპარატები გრიპის და დისკომფორტის შეგრძნებებს გიქრობენ, თავად დაავადებას კი ვერ ებრძვიან. იმის მაგივრად, რომ ორგანიზმმა მთელი ძალები ვირუსის წინააღმდეგ მიმართოს, თქვენ მას სხვა დატვირთვას აძლევთ.


სერიოზული გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს თუნდაც გზა, რომელსაც სამსახურამდე გაივლით. გახსოვდეთ, რომ ვირუსი მხოლოდ სურდო და ხველა არ არის, ის ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს და შეიძლება სრულიად სხვა დაავადების აღმოცენებას შეუწყოს ხელი.


ასევე, გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, ექიმთან ვიზიტი. ამით თქვენ დაზღვეული იქნებით ფილტვების ანთებისგანაც, რომელიც ძალიან ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება.


გრიპის ანტიბიოტიკებით მკურნალობა დაუშვებელია. ანტიბიოტიკები შექმნილია ბაქტერიების მოსასპობად და არა სურდოს დასამარცხებლად.


ცხელი სასმელები, ჩაი, კომპოტი და სხვა მართლაც ამსუბუქებს ავადმყოფი ადამიანის მდგომარეობას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სასმელები იქნება თბილი და არა ცხელი.


მცდარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გრიპის მკურნალობა ალკოჰოლით ეფექტურია. გაუფრთხილდით ღვიძლს და შეეშვით ალკოჰოლს.


თუ ავადმყოფს ამცივნებს, თბილად ჩაცმა ბუნებრივია, თუმცა ზედმეტად ჩათბუნება რეკომენდებული არ არის, მასზე ეფექტური კი, ოთახის ხშირად განიავებაა. ასევე ძალიან კარგია, 3-5 წუთით თბილი შხაპის მიღება, ცხელი აბაზანის მიღებისგან კი თავის შეკავებას გირჩევთ.


და ბოლოს, რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი