logo_geo
ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები
- +

15 იანვარი. 2017. 17:36


 

 

ინდოეთი ძველი არქიტექტურული ნაგებობებით საკმაოდ მდიდარია, მაგრამ ისინი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ინგრევა. დღესდღეობით, მათ არსებობაზე ცოტა ვინმეს თუ აქვს წარმოდგენა, თუმცა მათი შთამბეჭდავი იერსახე, თანამედროვე დიზაინერებსაც კი შთააგონებს. სტატიაში მოგითხრობთ ინდოეთში არსებულ მიწისქვეშა ჭების შესახებ, რომლებიც ნამდვილი მიწისქვეშა ტაძრებივით გამოიყურებიან.


პირველი მიწისქვეშა ჭები, სავარაუდოდ, ჩ.წ.-ის მე-4 საუკუნეში ააშენეს გრუნტულ წყალთან წვდომის უზრუნველსაყოფად. ჭებს იმ ადგილებში აშენებდნენ, სადაც მშრალი კლიმატია და წვიმა ძალიან იშვიათად მოდის. განსაკუთრებით ფასეული გახლავთ გუჯარათისა და რაჯასტანის შტატების მიწისქვეშა ჭები.

 

 

Description: ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები

 

 


ეს ჭები, წყლის გარდა, ერთგვარი ოაზისების როლსაც ასრულებდნენ დაღლილი მოგზაურებისთვის, რომლებიც გასაგრილებლად და დასასვენებლად შესანიშნავი ადგილი გახლდათ. მასიური მიწისქვეშა ოაზისები (მათ ასევე „ბაორი" ეწოდებოდა) სხვადასხვა არქიტექტურულ სტილშია შესრულებული.

 

 

Description: ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები

 

 

 

ჭების უმეტესობა, ინდუისტური ტაძრებისა და სულიერი განწმენდის ადგილის როლს ასრულებდა. 1864 წელს, ფრანგმა მწერალმა, ფოტოგრაფმა და მოგზაურმა ლუი რუსელემ, ასე აღწერა მიწისქვეშა ჭები: „დიდი ტაძრები, რომლებიც მიწისქვეშ მიდის და რომლის წყლის ზედაპირი დაფარულია ლოტოსებითა და ათასობით ლამაზი ფრინველით".

 

 

Description: ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები

 

 

 

მიწისქვეშა წყლები თანდათანობით გამოცარიელდა ბრიტანული მმართველობის პერიოდში, ვინაიდან ევროპელებმა ახალი ტექნოლოგიები შემოიტანეს, რომლებმაც წყალთან წვდომა უფრო გააიოლეს. ჭები არაჰიგიენურად მიიჩნიეს და ზოგიერთი გაანადგურეს კიდეც.

 


Description: ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები

 

 

 

2016 წლის დასაწყისში, როდესაც ჩიკაგოელმა ჟურნალისტმა, ვიქტორია ლაუმანმა ინდოეთში სტუმრობისას, ეს უნიკალური ჭები აღმოაჩინა, იმდენად აღფრთოვანდა, რომ 120-ზე მეტი შენარჩუნებული მსგავსი ჭა შემოიარა და მოგზაურობების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ამით ის შეეცადა, უძველესი ნაგებობებისადმი ინტერესი გაეზარდა. ფოტოების გამოქვეყნების გარდა, ვიქტორია გეგმავს, გამოსცეს წიგნი და რუკა ინდოეთის ამ ღირსშესანიშნაობების შესახებ.

 

 

 Description: ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები

 

 

 

ინდოეთის ამჟამინდელ წყლის კრიზისს თუ გავითვალისწინებთ, მიწისქვეშა ჭების მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა. ხელისუფლებამ ძველი რეზერვუარების აღდგენის პროგრამის შესახებ გამოაცხადა. ინჟინრები არა მხოლოდ აღადგენენ უძველეს არქიტექტურულ ნაგებობებს, არამედ წყლის შესაგროვებლად, ახალ მოდულურ რეზერვუარებსაც შეიმუშავებენ.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი