logo_geo
ქცევის წესები სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრობის დროს
- +

15 იანვარი. 2017. 19:05


 


სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო, ნათქვამია ერთ ქართულ ანდაზაში, - სტატიაში გთავაზობთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრობის დროს, რომ მაქსიმალურად იყოთ დაზღვეული უხერხული სიტუაციებისგან.


ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, შინ მშვიდობით, მოგზაურობისგან ნასიამოვნები დაბრუნდეთ და არა პირიქით, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, პატიმრობითაც.


1. დიდი ბრიტანეთი

Description: Картинки по запросу დიდი ბრიტანეთი

არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოთ რიგი.


 

2. პოლონეთი

Description: Похожее изображение

საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალულია სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის მიღება. ამასთან, თუ თქვენ არ  სვამთ და უბრალოდ მიგაქვთ ბოთლი ალკოჰოლით, შეიძლება მაინც დაჯარიმდეთ.


აქ ბორშს, ხშირ შემთხვევაში, კი არ ჭამენ, არამედ სვამენ. ამიტომ, შეიძლება ჭიქაში რაიმე სასმელი კი არა ეს სუფი აღმოჩნდეს. შეგიძლიათ იყიდოთ ბორში კოფეინის აპარატშიც კი.


3. საფრანგეთი

Description: Картинки по запросу საფრანგეთი

არ შეიძლება წყლის დამატება ღვინოში, ყველზე სოუსის დასხმა, ალკოჰოლის ჩამატება კერძში, ერთადერთი გამონაკლისი ნაყინია.


თუ თქვენ გააჩერებთ გამვლელს გზის საკითხავად, იყავით ზრდილობიანები. გამოიყენეთ სიტყვები "გამარჯობა", "უკაცრავად", "ხომ არ შეწუხდებით"- რა თქმა უნდა, ფრანგულად.


4. საბერძნეთი

Description: Картинки по запросу საბერძნეთი

არ მიუთითოთ ვინმეზე გაშლილი ხელისგულით. ეს ჟესტი შეურაცხმყოფელია და თავისი შინაარსით იგივეა, რაც - "ხო, თქვენ, ვირო!"


5. თურქეთი

Description: Картинки по запросу turkey country

სტუმრობისას ფეხსაცმელი უნდა გაიხადოთ და ისე შეხვიდეთ.

არ თქვათ უარი ჩაიზე.

არის ორი თემა, რომელსაც არ უნდა შეეხოთ თურქებთან საუბრისას, ესენია: ქურთები და კვიპროსი.

არ მოიხსენიოთ საბერძნეთი კონსტანტინოპოლად და არ აგერიოთ ამ ქვეყნის დედაქალაქი ( დღეს დედაქალაქი ანკარაა).

შეხვედრისას თუ ქალი გართმევთ ხელს, ეს ჟესტი ნიშნავს, რომ ის მზადაა ძალიან ახლოს გაგიცნოთ.


6. ჩინეთი

Description: Похожее изображение

არ დალიოთ წყალი ონკანიდან, თუ არ გინდათ რომ კუჭი აგტკივდეთ ან საერთოდაც ამ ქვეყანაში თქვენი ვიზიტი ფატალური შედეგით დასრულდეს.


7. იაპონია

Description: Картинки по запросу იაპონია

თუ თქვენ დაუტოვებთ ე.წ "ჩაის" ვინმეს, ეს ნიშნავს, რომ მას არაპროფესიონალად მიიჩნევთ, ვინაიდან ფიქრობთ, რომ მას დამატებითი ანაზღაურება სჭირდება.


აქ მობილურ ტელეფონზე არ ლაპარაკობენ სადგურზე, გაჩერებასა და მით უმეტეს, მატარებელში. ეს არღვევს სხვების მყუდროებას და უკულტურობად ითვლება.


8. ტაილანდი

Description: Картинки по запросу Отдых в Таиланд

მეფის ან მეფის ოჯახის უხამსი სიტყვებით მოხსენიებისთვის შეიძლება 15 წლით აღგიკვეთონ თავისუფლება.


თუ სადილზე დაგპატიჟეს, ჭამეთ უფრო ნელა, ვიდრე მასპინძელი, რადგან ამ ქვეყანაში უზრდელობად ითვლება, თუ სტუმარი მასპინძელზე ადრე დაამთავრებს ჭამას.


9. ინდოეთი

Description: Картинки по запросу ინდოეთი

აქ მთავარია ვაჭრობა, თანაც ყველგან - ბაზრებსა თუ მაღაზიებში. თუ არ შეგიძლიათ ვაჭრობა, არავინ გცემთ პატივს.


აქ არავის აჩუქოთ თეთრი ყვავილები, რადგან ისინი დაკრძალვაზე მიაქვთ.


10. ა.შ.შ.

Description: Картинки по запросу new york

არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ სხვის ბავშვს. მსგავს შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მაშინვე დაგაპატიმრონ.

დიდ ქალაქებში (განსაკუთრებით ნიუ-იორკში) ხალხი სწრაფად გადაადგილდება. ყოველთვის არის ვიღაც, ვინც ჩვენზე ჩქარია. მიეცით მათ უფლება გაგასწრონ.

ვიღაცაზე მიყუდება ტრანსპორტში ნორმალურია, მაღაზიაში კი - არა.

გადასასვლელებში ტელეფონები არ მუშაობს, ამიტომ დარეკეთ წინასწარ.


 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი