logo_geo
უსაფრთხოების წესები ხანძრისგან თავის დასაცავად!
- +

15 იანვარი. 2017. 19:56



როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც მოულოდნელად გაჩნდა ცეცხლი და მისი გავრცელების რეალური საფრთხე არსებობს? მოგეხსენებათ, ხანძარი ეს არის საფრთხე, რომელიც არა მარტო ქონებას ანადგურებს, არამედ კლავს კიდეც. სწორედ აქედან გამომდინარე, აუცილებელია ზომების დროულად მიღება, ამით კი შესაძლო საფრთხისა და სამწუხარო რეალობის თავიდან არიდება. ხანძრის თავიდან ასაცილებლად, გთავაზობთ უსაფრთხოების წესებს, რომელთა დროული გამოყენება თავიდან აგარიდებთ მისგან გამოწვეულ რაიმე საფთხეს.


- არ დატოვოთ ანთებული გაზქურა ყურადღების გარეშე;

- არ მოწიოთ საწოლში;

- რეგულარულად შეამოწმეთ ელექტრო გაყვანილობა, გასათბობი ხელსაწყოები და სისტემები;

- არ დატოვოთ ასანთი და სანთებელა ბავშვებისთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილებში;

- არ გამოიყენოთ გაზის და ღია ცეცხლიანი გამათბობლები (ბუხრები) ცუდი ვენტილაციის მქონე შენობებში;

- გაიტანეთ ადვილად აალებადი საგნები - ძველი ჟურნალები, საღებავის კონტეინერები, გამხსნელები, ძველი ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც ინახება სარდაფში, ავტოფარეხში, სხვენში და ა.შ.

- რეგულარულად მოაწესრიგეთ და არ ჩახერგოთ სახანძრო კიბეები და გასასვლელები, რადგან უმეტეს შემთხვევებში, ისინი წარმოადგენენ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების გადარჩენის ერთადერთ გზას;

- შეამოწმეთ თქვენი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის: ცეცხლმაქრების, სახანძრო სახელოების (შლანგები), ჰიდრანტების გამართულობა და გქონდეთ ისინი სამუშაო მდგომარეობაში;

- ისწავლეთ თქვენ და ასწავლეთ თქვენი ოჯახის წევრებს ცეცხლმაქრის სწორად გამოყენება, ვინაიდან, ხანძრის შემთხვევაში, ინსტრუქციების კითხვის დრო ნამდვილად არ გექნებათ;

- ასწავლეთ ბავშვებს, რომ ხანძრის შემთხვევაში დარეკონ 112-ზე;

- შენობაში ხანძრის შენიშვნისას ან კვამლის არსებობისას დაუყოვნებლივ დარეკეთ სახანძრო-სამაშველო სამსახურში და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ რომ ეს უკვე სხვამ გააკეთა;

- არასდროს გადააგდოთ ჩაუმქრალი სიგარეტი ფანჯრიდან ან აივნიდან, რადგან მისი თქვენს ქვემოდ მდებარე ბინის ოთახში ან აივანზე მოხვედრის შანსი არსებობს. ეს კი შეიძლება ხანძრის გამომწვევი იყოს.



აუცილებელია იცოდეთ ასევე, როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც ხანძარი უკვე გაჩენილია.


- თუ ღამე შენიშნეთ ხანძარი და არ გაქვთ სახანძროსიგნალიზაცია, მიირბინეთ ფანჯარასთან ან გაიქეცით სადარბაზოში და შეძახილით „ხანძარია" გააღვიძეთ ოჯახის წევრები და მეზობლები;

- დარეკეთ 112-ზე და მიაწოდეთ მკაფიო ინფორმაცია ხანძრის ზუსტ ადგილზე: მისამართი, სართული და ბინის ნომერი;

- თუ ხანძარი გაჩნდა თქვენი ბინის მხოლოდ ერთ ოთახში, დახურეთ კარი და გამორთეთ შუქი. გამოიძახეთ სახანძრო დახმარება და მოახდინეთ თქვენი ოჯახის წევრების ევაკუაცია. მცირე ხანძრის შემთხვევაში, სცადეთ მისი თქვენი ძალებით ჩაქრობა;

- ძლიერი ხანძრის დროს, დატოვეთ ბინა და დაკეტეთ ყველა ფანჯარა და კარები, რადგან ბინაში სუფთა ჰაერის ნაკადის შესვლა ხელს უწყობს ცეცხლის სწრაფ გავრცელებას;

- ევაკუაციის დროს, აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი შეგროვდეს ერთ ოთახში და მხოლოდ ყველას შეგროვების შემდეგ დატოვეთ ბინა. არ გამოიყენოთ წყალი აალებული ელექტრო გაყვანილობის და ელექტრო ხელსაწყოების, ასევე ბენზინის ჩასაქრობად;

- მზად იყავით ცეცხლისა და კვამლისგან თავის დასაცავად, თუ არის დრო ჩაიცვით სქელი ქურთუკი და სქელძირიანი ფეხსაცმელი. პირზე და ცხვირზე აიფარეთ სველი ნაჭერი ან პირსახოცი;

- ხანძრის დროს, არასდროს ისარგებლოთ ლიფტით, რადგან კვამლი ადვილად აღწევს ლიფტის შახტასა და კაბინაში, რამაც შეიძლება ლიფტში მყოფების გაგუდვა გამოიწვიოს;

- თუ ცეცხლი უშუალოდ თქვენ არ გემუქრებათ (ხანძარი თქვენს ბინაში არ არის), მაშინ თქვენთვის ყველაზე უსაფრთხოა თქვენსავე ბინაში დარჩენა. კვამლის შეღწევის თავიდან ასაცილებლად დაკეტეთ კარებები, ფანჯრები და ნაპრალები ამოქოლეთ სველი პირსახოცით. თუ გარეთ კვამლი არ დგას - გადით აივანზე, გამოიკეტეთ კარი და დაელოდეთ დახმარებას.



გახსოვდეთ, რომ ხანძრის დროს არ გამოიყენოთ წყალი:


- აალებული ელექტრო გაყვანილობის და ელექტრო ხელსაწყოების ჩასაქრობად, რადგან აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა დენით დაზიანება გამოიწვიოს;

- ბენზინის და ნავთობპროდუქტების ჩასაქრობად, რადგან ისინი ექცევიან წყლის ზედაპირზე და ამიტომ აღნიშნულმა მცდელობამ შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს;

- არ გამოიყენოთ წყალი აალებული ელექტრო გაყვანილობის და ელექტრო ხელსაწყოების, ასევე ბენზინის ჩასაქრობად.



წყარო: http://borbonchia.ge/

 

 

 

 

big_banner
არქივი