logo_geo
10 საუკეთესო წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ ემოციებს ვერ დამალავთ!
- +

23 დეკემბერი. 2018. 21:38

 

 

ყველა წიგნი განსხვავებულია. ზოგიერთი მათგანი დაუვიწყარი ხდება ბოლო გვერდის წაკითხვისთანავე, ზოგიერთი მათგანი კი თვეების მერე, ხანგრძლივი გააზრების შემდეგ, იკავებს ადგილს თქვენს გონებასა და გულში. ჩვენ შემოგთავაზებთ 10 წიგნს, რომლებიც დაიპყრობს თქვენს გულებს პირველივე გვერდების წაკითხვისთანავე და დიდხანს დატოვებს თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

  1. ელის სიბოლდი-საყვარელი ძვლები

 

14 წლის სიუზი სალმონის მკვლელობის შემდეგ ის ზეციდან ადევნებს თვალს თუ როგორ უმკლავდება მისი ოჯახი მის ტრაგიკულ დაღუპვას და თუ როგორ ემზადება მისი მკვლელი კვლავ დარტყმისთვის. შურისძიება თუ პატიება? – არჩევანისგან გათანგული სიუზის საყვარელი ადამიანები სამუდამოდ შეიცვლებიან.

  1. მეგი სტეიფვათერი-ცხენების რბოლა

 

 

ეს ხდება ნოემბრის დასაწყისში. სასტიკი კონკურსი, სადაც ერთმანეთს მოჯირითეები ეჯიბრებიან. კონკურსის პირობები ასეთია: ცხენებმა უნდა გაიარონ და მაქსიმალურად დიდხანს გაძლონ ცხელ წყალში, ფინიშის ხაზამდე. ზოგიერთი მხედარი იღუპება, ზოგიერთი ცხოვრებას აგრძელებს. ორი მონაწილე ამ კონკურსის უცვლელი გამარჯვებულია, თუმცა ახლა ერთ-ერთი უნდა გახდეს ჩემპიონი.

 3.დიანა სეთერფიელდიმეცამეტე ზღაპარი

 

 

მარგარეტი იღებს წერილს ცნობილი მწერლისგან, რომელიც მასთან ეპატიჟება მისი ბიოგრაფიის წერილობითი განხილვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი ინტერვიუებით ცდილობს მწერლის წარსულის ამოცნობას, მან ვერ მოახერხა მისი ნამდვილი ცხოვრების გამორკვევა. სიუჟეტი მწერლის ბნელ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ტყუპი დების შესახებ.

  1. ჰარუკი მურაკამი-ნორვეგიული ტყე

 

 

ლონდონის ერთ-ერთი ქუჩის ქვეშ არის ადგილი, რომელზეც ბევრი მოქალაქე ვერც კი იოცნებებს. აქ ყველა სიტყვას დიდი ძალა აქვს და აქ მოხვდება მხოლოდ ის ვინც კარის გაღებას შეძლებს. ეს არის ბნელი და საშიში ადგილი, სადაც ერთად ცხოვრობენ ეშმაკები, მონსტრები და ანგელოზები.

  1. მარკუს ზუსაკიწიგნის ქურდი

 

 

სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. წიგნის ქურდი, მთავარი გმირი, მინდობით აღზრდილი გოგონაა, რომელიც მიუნხენში ცხოვრობს. არეულობის ჟამს მან გაუძლო უამრავ შეტაკებას და უამრავ ჭრილობას, ერთადერთი რასაც ვერ გაუძლო ეს წიგნის ძალაა. აღმზრდელი მამის დახმარებით ისწავლა კითხვა და ნელ-ნელა გააანალიზა, თუ რა ძალა აქვს სიტყვებს, მისი უარყოფითი და დადებითი მხარეებით.

  1. ნეილ გეიმანიარსაიდან

 

 

ლონდონის ერთ-ერთი ქუჩის ქვეშ არის ადგილი, რომელზეც ბევრი მოქალაქე ვერც კი იოცნებებს. აქ ყველა სიტყვას დიდი ძალა აქვს და აქ მოხვდება მხოლოდ ის ვინც კარის გაღებას შეძლებს. ეს არის ბნელი და საშიში ადგილი, სადაც ერთად ცხოვრობენ ეშმაკები, მონსტრები და ანგელოზები.

  1. პატრიკ სასკინდიმკვლელის ისტორია

 

 

 

ეს ნოველა პირველად შვეიცარიაში გამოიცა 1985 წელს, ამის შემდეგ ის ითარგმნა უამრავ უცხო ენაზე და იგი იკავებს ადგილს მსოფლიოს ,,ბესტსელერ” წიგნებს შორის. იდუმალი, რომანტიკული, დეტექტიური და ინტრიგებით სავსე ნოველა ერთნაირად აღაფრთოვანებს როგორც მკითხველებს, ასევე კრიტიკოსებს.

  1. უილიამ სომერსეტი- ადამიანის მონობა

 

 

ფილიპ ქერის ცხოვრება არ არის მარტივი. მას ორივე მშობელი ადრეულ ასაკში დაეღუპა, რამაც მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სასოწარკვეთილი გახადა. საქმე დაიჭირა არასერიოზულ ქალთან, რომელიც თავიდანვე განწირული იყო. იმ სირთულეების გადალახვა, რომლებიც წამოსულია მისი ახირებებიდან, აიძულებს მას დაფიქრდეს საკუთარი თავის კონტროლზე.

  1. დენიელ კიზიბილი მილიგანის მრავალი გონება

 

 

 

ერთ მშვენიერ დღეს ბილი იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ციხის საკანშია. როგორც გაირკვევა, მას ბრალად ქურდობა და გაუპატივრება ედება. ბილი შოკირებულია, რადგან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. სირბილი სკოლის სახურავზე – ეს არის ბოლო რამ, რაც მას ახსოვს. ბილი კიდევ უფრო გაოგნდება, როდესაც გაიგებს, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა 7 წლის წინ.

  1. რობერტ გელბრეიტი-კუკიუს მოწოდება

 

 

როდესაც სამარცხვინო ტოპ მოდელი საკუთარი სახლის აივნიდან ვარდება და კვდება, ამ ფაქტს ყველა თვითმკვლელობას მიაწერს. თუმცა მსხვერპლის ძმას ამის არ ჯერა და ქირაობს კერძო დეტექტივს, რომელსაც საქმის დეტალურ გამოძიებას სთხოვს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი