logo_geo
ფრჩხილების ლაქში შედის ისეთი ნივთიერება, რომელიც ასუქებს - ყველა ქალმა უნდა იცოდეთ, რას მიაგნეს კვლევისას მეცნიერებმა
- +

18 თებერვალი. 2019. 14:22

 

შესაძლებელია თუ არა, რომ ფრჩხილის ლაქი, რომელსაც მანიკიურისთვის ან პედიკიურისთვის ვიყენებთ, ჰორმონალური დისბალანსისა და წონაში მომატების მიზეზი გახდეს? დიუკის უნივერსიტეტის უახლესმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია.

 

საქმე კომპონენტ შია ,რომელიც მეცნიერებმა ფრჩხილების ლაქის უმეტესობაში აღმოაჩინეს. ტრიფენილფოსფატი უკვე მრავალი წელია გამოიყენება პლასტმასის, ცეცხლმაქრობი ქაფისა და ავეჯის წარმოებაში. ასევე - იმ ლაქების შემადგენლობაში, რომლებიც დღეს ფართოდ გამოიყენება. სწორედ ეს ნივთიერება ხშირად ხდება მიზეზი ჩვენს ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებისა. შედეგი კი - წონის მატება და სიმსუქნეა.

 

ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ფრჩხილის ლაქში არსებულ ნივთიერებას: ტოულენსა და ფორმალდეგიდს. ეს ქიმიკოს-მწარმოებლებისთვის ცნობილია, როგორც ყველაზე „ტოქსიკური ნივთიერებები“. მათი რეგულარულად გამოყენება – ყველაზე ტრაგიკულ შედეგს იძლევა, კიბოს განვითარების ჩათვლით.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი