logo_geo
10 ოქროს წესი გახდომის მსურველებისათვის
- +

12 მარტი. 2019. 18:32

 

 

თუ მუცელზე ცხიმის დაწვა გსურთ, ვარჯიშის დროს მუცლის კუნთები დაჭიმული უნდა გქონდეთ.

 

თუ წვივების გახდომა გსურთ, ბევრი უნდა იაროთ ფეხით, თუ ბარძაყების - ყოველდღიურად ფეხების ვარჯიში უნდა შეასრულოთ. დადექით სწორად, ხელები წელზე შემოიწყვეთ, მარჯვენა ფეხი გვერდით ასწიეთ და ნელა დაუშვით. პირველ ჯერზე 5-ჯერ გააკეთეთ, შემდეგ ნელ-ნელა მოუმატეთ. იგივე გაიმეორეთ მარცხენა ფეხზეც.

 

თუ არ გინდათ, რომ ფეხებზე კუნთები დაგაჩნდეთ, კვირაში 2-3 ვარჯიში საკმარისია. ნუ დაივიწყებთ გაჭიმვებს.

 

უზმოზე უნდა დალიოთ 2 ჭიქა წყალი (ზამთარში ოთახის ტემპერატურის), სურვილისამებრ, - ლიმონით. 10 წუთის შემდეგ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი დალიეთ. ორგანიზმს ცხიმი ესაჭიროება მკერდის სილამაზისა და მენსტრუალური ციკლის დარეგულირებისთვის.

 

ზეთის დალევიდან 10-15 წუთის შემდეგ ისაუზმეთ. ალბათ, შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ, რომ საუზმე ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი უნდა იყოს.

 

ეცადეთ, საუზმობიდან მხოლოდ 40 წუთის გასვლის შემდეგ დალიოთ სითხე. მანამდე არა! რათა არ გამოიწვიოთ კუჭის გადიდება, სიმძიმე, არ შეაფერხოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება.

 

იკვებეთ ხშირ-ხშირად (დღეში დაახლოებით 5-ჯერ, 3 საათის ინტერვალით), მაგრამ მცირე ულუფებით.

 

გახსოვდეთ, რომ აბანო და საუნა არ გეხმარებათ გახდომაში. მათ მხოლოდ წყალი გამოაქვთ ორგანიზმიდან, რასაც 2 საათის შემდეგ ისევ შეივსებთ.

 

არ ჭამოთ საჭმელი 7 საათის შემდეგ. უნდა ივახშმოთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე.

 

 16 საათის შემდეგ მიიღეთ მხოლოდ ცილოვანი საკვები. ნახშირწყლები რთულად დასამუშავებელ ცხიმად გადაიქცევა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი