logo_geo
ემოციები, რომლებიც ვნებს ჯანმრთელობას
- +

16 მარტი. 2019. 18:42

 

ავსტრალიელმა მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს.ისინი ხუთი წელი აკვირდებოდნენ ადამიანებს და იკვლევდნენ, თუ რომელი ემოცია მოქმედებს ყველაზე უარყოფითად ჯანმრთელობაზე. მათ ხუთი ისეთი ემოცია გამოყვეს, რომლებიც განსაკუთრებით ქალებისთვისაა დამახასიათებელი.

 

ერთ-ერთი და ყველაზე მავნე აღმოჩნდა შური, რომელსაც ინფარქტის გამოწვევა შეუძლია. დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ შურიან ადამიანებს ყველაზე ხშირად სწორედ ინფარქტი ემართებათ. ასე რომ, გაიხარეთ და დატკბით სხვების მიღწევებით...

 

ეჭვიანობასაც არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია. ის არღვევს ჰორმონალურ ბალანსს ორგანიზმში, რაც მრავალგვარი დაავადების გამოწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამძაფრებულია და მას ნერვული ფონიც ემატება, ასეთ დროს სერიოზული საფრთხის წინაშე დგება შვილოსნობის უნარი, მამაკაცებში კი იმპოტენციას იწვევს.

 

თვითკრიტიკულობა და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება უდიდეს საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. ის აქვეითებს იმუნიტეტს და ზრდის ინფექციური დაავადებების რისკს. ასევე ზრდის მიდრეკილებას ონკოლოგიური დაავადებებისკენ.

 

არც ის ვარგა, გამუდმებით საკუთარი თავი რომ გეცოდებოდეთ, ასეთი გრძნობა ზიანს აყენებს ღვიძლსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას. სწორედ ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ.

 

ხელმომჭირნეობაც არ ჩამორჩა ამ ხუთეულს. მართალია, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, მაგრამ მაინც შევიდა სიაში. წუწურაქობა თურმე ყველაზე ხშირად იწვევს ბულიმიასა და ანორექსიას.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი