logo_geo
ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც ეკონომიურად ცხოვრებას ამჯობინებენ
- +

23 მარტი. 2019. 19:03

 

 

სარა ჯესიკა პარკერი

 

 

„სექსი დიდ ქალაქში“-ს ყველასათვის საყვარელი კერი ბრედშოუს როლის შემსრულებელი სარა ჯესიკა პარკერიც იმ ვარსკვლავების სიაში შედის, რომლებიც თავისი ფინანსების საჯაროდ ხარჯვის მოყვარულები არიან. როგორც ამბობენ, სარაზე ხელმომჭირნე ბავშვობამ, დაცინვამ და საჭმლის რიგში უფასო ტალონების მიღებაში დგომამ ძალიან იმოქმედა და შედეგად ჰოლივუდელი ლამაზმანი უფრთხილდება ბიუჯეტს, რომელიც 100 მილიონ დოლარს შეადგენს. სარა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს, არ ფლობს პერსონალურ თვითმფრინავსა და ძვირადღირებულ ავტომობილებს, ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი გოგონების ტანსაცმელზე საუბრისას აღნიშნა, რომ სულაც არ თვლის საჭიროდ დიზაინერების სპეციალურად შეკერილი სამოსის შეძენას, როდესაც მაღაზიებშიც მშვენივრად შეიძლება შეარჩიო სასურველი კაბა.

 

 

ლეონარდო დიკაპრიო

 

 

ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და პოპულარული მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო, ფილმ „ტიტანიკის“ შემდეგ არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი გახდა, შესაბამისად, მისი ქონებაც წლიდან წლამდე რამდენიმე ნულით მატულობს, თუმცა, როგორც ჩანს, ვარსკვლავს სულაც არ იზიდავს მდიდრული ცხოვრება. ამჟამად მისი ქონება 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული, მაგრამ ის  საკმაოდ ცოტას ხარჯავს საკუთარ სიამოვნებაზე, თუ არ ჩავთვლით  კუნძულს, რომელიც მან  2,4 მილიონ დოლარად შეიძინა. ლეონარდო არის ბუნების დამცველთა კლუბის წევრი და შესაბამისად მხოლოდ ერთი ავტომობილით შემოიფარგლა. მისი ჰონორარები ხშირად საქველმოქმედო ფონდებში ირიცხება. ის აქტიურად არის ჩაბმული აფრიკაში მცხოვრები მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების აქტივობაში.

 

 

ჯენიფერ ლოურენსი

 

 

„ოსკარის“ მფლობელი მსახიობი ქალი, მომხიბვლელი ჯენიფერ ლოურენსი ეკონომიურად მცხოვრები ვარსკვლავების რიცხვშია. ის უწინდებურად ცხოვრობს ლოს-ანჯელესში ჩვეულებრივ ბინაში და როგორც ჩანს, სულაც არ აპირებს გაფართოებას და ძვირადღირებული ბინის შეძენას. მისი ამჟამინდელი ქონება „შიმშილის თამაშების“ შემდეგ 10 მილიონი დოლარით გაიზარდა, თუმცა მსახიობს სულაც არ სჭირს „ვარსკვლავური სენი“ და ფასდაკლებების ბარათებით იძენს ტანსაცმელს ჩვეულებრივ მაღაზიებში, ფლობს „ფოლკსვაგენისა“ და „შევროლე ვოლტის“ მარკის ავტომობილებს.

 

 

ტობი მაგუაიერი

 

 

მაგუაიერის მშობლები განქორწინდნენ მაშინ, როცა მსახიობს 2 წელი შეუსრულდა. შესაბამისად, ტობი საკმაოდ ჩაკეტილ სივრცეში და სიღარიბეში იზრდებოდა, რაც გარკვეულწილად აისახა მსახიობის კარიერაში მოპოვებულ მილიონების ხარჯვაზეც. ტობიმ „ადამიანი ობობას“ გადაღებიდან 30 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, თუმცა, როგორც ინტერვიუში ახსენა, სულაც არ აპირებს უაზროდ დახარჯოს სხვადასხვა ახირებებში შრომით მოპოვებული თანხა. ვინაიდან არ უნდა შემდგომ მოუწიოს ფიქრი ახალი კინოროლების ძიებაზე. ბოლო დროს ვარსკვლავმა ნამდვილად მოუკლო ფილმებში თამაშს, თუმცა შეიძინა ბინა კალიფორნიის მიმდებარედ პატარა დასახლებაში.  ახალგაზრდა მსახიობი უძრავ ქონებას ყველაზე გონივრულ შენაძენად თვლის. ტობი მაგუაიერი ვეგეტარიანელია და არც ტყავისა და ბეწვის ტანისამოსის შეძენის მომხრეა.

 

 

ტირა ბენკსი

 

 

„Victoria’s Secret“-ის ყოფილი მოდელი ტირა ბენკსიც ეკონომიურად მცხოვრები ვარსკვლავების სიაშია, თუმცა პოდიუმზე მოპოვებული მილიონები არასაკმარისი აღმოჩნდა მოდელისთვის და მან თავისი სატელევიზიო შოუ „ტოპ-მოდელი“ შექმნა, რომელმაც მისი საბანკო ანგარიში 75 მილიონ დოლარამდე დაამრგვალა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მოდელი  მოპოვებულ მილიონებს უმიზეზოდ არ ხარჯავს. როგორც ჟურნალ „ფორბსთან“ საუბრისას  განაცხადა, თავის პირად ბუღალტერს რაიმე ნივთის შეძენამდე ყოველთვის ეკითხება აზრს, ამ ყოველივეს კი ეკონომიურობით ამართლებს. ამ ფაქტს მოწმობს ისიც, რომ მოდელი ყველა სასტუმროდან წამოსვლისას შამპუნებითა და საპნებით ბრუნდება სახლში, ტირას დედამაც აღნიშნა ხუმრობით, რომ წინა საღამოდან დარჩენილ ქათმის ფრთებს დილას ტირა ომლეტისთვის იყენებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი