logo_geo
რატომ უჭირდა აინშტაინს სკოლაში სწავლა?
- +

21 ნოემბერი. 2016. 18:14

 

 

მეოცე საუკუნის უდიდესი მოაზროვნე ალბერტ აინშტაინი სკოლაში ძალიან ზარმაცობდა და სწავლის მიმართ ინტერესს არ იჩენდა, ამას კი ძალიან საგულისხმო მიზეზი ჰქონდა...



დაუჯერებელია, მაგრამ აინშტაინმა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სიმწიფის ატესტატის აღება ვერ მოახერხა, რადგან, მათემატიკის გარდა, სხვა საგნების სწავლით არ გამოირჩეოდა. უატესტატობის გამო პირველ ჯერზე ციურიხის პოლიტექნიკურ სასწავლებელშიც ვერ ჩაირიცხა.



როგორც მოგვიანებით გაირკვა, გენიოსის წარუმატებლობის მიზეზი მისი დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობები არ ყოფილა.



ფიზიკოსი ხშირად აღნიშნავდა, რომ მისი პერიოდის სწავლების მეთოდი სწავლის მიმართ ყოველგვარ ინტერესს აქრობდა და სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო თვისებებს თავშივე სპობდა.



აინშტაინის აზრით, ინფორმაციის მექანიკური დაზეპირება, რასაც მოსწავლეებს აიძულებდნენ, შემოქმედებით პროცესს საფუძველშივე კლავდა.



გაფიქრებაც ძნელია, რამდენ პოტენციურ გენიოსს უკარგავს სწავლის მიმართ ინტერესს არასწორად შერჩეული მეთოდიკა და არაპროფესიონალების შექმნილი განათლების სისტემა.














 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი