logo_geo
უიღბლო ადვოკატი, რომელიც კლიენტს თანხას სიკვდილის შემდეგაც უხდის
- +

21 ნოემბერი. 2016. 18:38



მსოფლიოს ყველა დროის უხუცესი ადამიანი, რომლის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი დოკუმენტებით არის დადასტურებული, ფრანგი ჟანა ლუიზა კალმანი გახლავთ. ჟანა 1875 წელს დაიბადა და 122 წელი და 164 დღე იცოცხლა. ამბობენ, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო მოძრაობა იყო: ქალმა 85 წლის ასაკში ფარიკაობაზე დაიწყო სიარული და 100 წლის ასაკში ისევ ველოსიპედით სეირნობდა.



ჟანამ ყველა თავის მემკვიდრეზე დიდხანს იცოცხლა.

90 წლის ასაკში, მარტო დარჩენილმა  თავის ადვოკატთან, 47 წლის ანდრე-ფრანსუა რაფრესთან ბინაზე  შეთანხმება გააფორმა.

შეთანხმების თანახმად, ადვოკატს  კალმანის გარდაცვალებამდე უნდა ეხადა ყოველთვიური რენტა (დაახლოებით 400 დოლარი), შემდეგ კი ბინა მის სრულ საკუთრებაში გადავიდოდა. ადვოკატი იმედოვნებდა, რომ რენტის გადახდა მაქსიმუმ 10 წელი მოუწევდა, მაგრამ არ გაუმართლა...


კალმანმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 წელი იცოცხლა და უიღბლო ადვოკატის გასვენების ცერემონიასაც დაესწრო.

ადვოკატის ქვრივს კიდევ წლების მანძილზე უწევდა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გასტუმრება.

საბოლოო ჯამში, კალმანის ბინა ადვოკატის ოჯახს საბაზრო ღირებულებაზე თითქმის სამჯერ მეტი დაუჯდა.












 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი