-
+
1 აგვისტო. 2019. 22:25
ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია და ხშირად საშიში ალერგიული რეაქციის მიზეზიც ხდება. განსაკუთრებით საფრთხილოა ნაკბენი ბავშვებისთვის. წარმოგიდგენთ ხერხებს, რომლებიც კბენის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ.
- დანის ან რაიმე ბასრი პირის დახმარებით ეცადეთ ნესტარი კანიდან გამოდევნოთ. გამოადინეთ სისხლიც. ეს ყველაფერი სწრაფად უნდა მოახერხოთ, რომ შხამმა სისხლში გახსნა ვერ მოასწროს.
- სოდა გახსენით ცოტა წყალში და საფენი ნაკბენ ადგილას დაიდეთ.
- ძალიან კარგია ნაკბენზე თუ სველი თამბაქოს დაიდებთ. მას ფუტკრის შხამი გამოაქვს, თუმცა ეცადეთ ნატურალური თამბაქო იყოს და არა „ლაითი“ სიგარეტის.
- ძალიან ეფექტურია მრავალძარღვაც. გარეცხეთ მისი ფოთლები, შემდეგ დაღეჭეთ და ნაღეჭი დაიდეთ ნაკბენ ადგილზე. ტკივილსაც გააყუჩებს და სიწითლესაც დააცხრობს.
- ფუტკრის ნაკბენზე კარგია ახალი ოხრახუშის წვენი.
- შესიება ჩაცხრება, თუ კბენისთანავე ვალიდოლს წაისვამთ ნაკბენ ადგილას.
- თუ დაგკბინათ ფუტკარმა, ბზიკმა, კრაზანამ, უპირველესად შეეცადეთ ამოიღოთ ნესტარი, შემდეგ გაწითლებულ და შესიებულ ადგილზე დაიდეთ ცივი კომპრესი (1 ჩ/კ სოდა ნახევარ ჭიქა წყალზე.) ქავილის შესამცირებლად წაისვით ძმარი, ლიმონის წვენი ან ნიშადურის სპირტი.
- მაშინვე გაფცქვენით და გაჭერით ნიორი და დაიდეთ ნაკბენზე.
ამ ყველაფრის გარდა, სასურველია ანტიჰისტამინური საშუალებაც მიიღოთ, რათა ალერგიული რეაქციები მინიმუმამდე შეამციროთ.
წყარო :