logo_geo
რონალდ რეიგანი: ცხოვრებაში ერთი უპირობო წესი არსებობს...
- +

22 ნოემბერი. 2016. 11:37



გთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის წერილიდან ამონარიდს, რომელიც მან საკუთარ შვილს მისწერა:



„ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ საკუთარ ძლიერებას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და არაფერზე შეიკავებს თავს, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მის ცოლს გული არ ეტკინებოდა იმის გამო, რასაც ვერასდროს გაიგებს. არადა, სიმართლე ბევრად ღრმაა, ვიდრე ასეთი ადამიანები ფიქრობენ.

 

ცოლმა ყველაფერი იცის, პერანგზე ნაპოვნი პომადის კვალისა და იმის მიზეზის გაგების გარეშეც კი, თუ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი დილის 3 საათზე სახლში და ამ ცოდნასთან ერთად იკარგება ურთიერთობის სილამაზეც. ცხოვრებაში ერთი უპირობო წესი არსებობს- რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

 

კაცი, რომელიც ქორწინებაში იმის ნახევარს დებს, რაც შეუძლია, ამაზე მეტს არც უნდა ელოდეს. ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგრძელოს ცხოვრება. ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება. ნამდვილი კაცობა კი ისაა, რომ დარჩე მიმზიდველი ქალისთვის, რომელსაც უყვარხარ - ადამიანისთვის, რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია, უნახიხარ პირგაუპარსავი, უზრუნია შენზე, როდესაც ცუდად იყავი და ურეცხია შენი ბინძური საცვლები".


 

right_banner big_banner
არქივი