logo_geo
facebook ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოებს წაშლის
- +

7 იანვარი. 2020. 17:15

 

„ფეისბუქი“ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოებს წაშლის. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. საუბარია ე.წ. დიფ-ფეიქებზე (deepfakes).

 

როგორც „ფეისბუქში“ აცხადებენ, მსგავსი ვიდეოები რეალობას ამახინჯებს და ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის „მნიშვნელოვან გამოწვევას“ წარმოადგენს.

 

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეორგოლებში ხშირად ფიგურირებენ პოლიტიკოსები ან ცნობილი ადამიანები. ეს ვიდეოები იმდენად რეალურია, რომ მათი ავთენტური ჩანაწერებისგან გარჩევა ძალიან რთულია.

 

„ფეისბუქის“ წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ვიდეოები სოციალური ქსელიდან იმ შემთხვევაში წაიშლება, თუ აღმოჩნდება, რომ მათ „აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის მიზნით იყენებენ“.

 

ე.წ. დიფ-ფეიქების გამოვლენაზე „ფეისბუქის“ თანამშრომლებთან ერთად დამოუკიდებელი ორგანიზაციებიც იმუშავებენ. „ფეისბუქის“ ახალი პოლიტიკა არ შეეხება პაროდიულ ან სატირულ ვიდეოებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი