logo_geo
„გარუსებულმა“ ჟერარ დეპარდიემ სტალინი განასახიერა
- +

23 ნოემბერი. 2016. 11:28



ფრანგმა მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელიც წლებია რუსეთში გადაბარგდა საცხოვრებლად და რუსეთის მოქალაქეობაც უბოძა პუტინმა, აქტიურად მუშაობს რუსულ კინოში. ამჟამად დაასრულა მუშაობა ფილმზე „სტალინის დივანი".



ფილმის რეჟისორი კიდევ ერთი ფრანგი მსახიობი ფანი არდანია და სურათის პრემიერა 2017 წლის 11 იანვარს შედგება საფრანგეთში.



მე ბელადის როლს ვასრულებ, რომელიც განსხვავებული სახე იქნება და არა ისეთი, როგორიც წიგნებშია აღწერილი.

ფილმში ის აცნობიერებს, რომ არა მხოლოდ სხვებს ეშინიათ მისი, არამედ თავადაც იწყებს საკუთარი თავის შიშს", - აცხადებს დეპარდიე.

 

 

მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ იმდენად მოეწონა პროექტი, ჰონორარის გარეშე ითამაშა.


ფილმს საფუძვლად დაედო ფრანგი მწერლის ჟან-დანიელ ბალთასარის ამავე სახელწოდების რომანი, რომელიც 2013 წელს გამოიცა.



 

big_banner
არქივი