logo_geo
როგორ ამოვიცნოთ კიბო ადრეულ ეტაპზე - ყველაზე გავრცელებული 4 სიმპტომი
- +

23 თებერვალი. 2020. 01:34

 

 

სამწუხაროდ, სიმსივნური პათოლოგიის დიაგნოსტიკა უხშირესად ბოლო სტადიებზე, უკვე შორსწასულ ეტაპზე ხდება, მაშინ, როცა სიმსივნური უჯრედები მთელ ორგანიზმშია გავრცელებული. ამ მომაკვდინებელ სენთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს მის დროულად გამოვლენას.

 

ამერიკელმა მკვლევარებმა დაასახელეს კიბოს ადრეული და ყველაზე გავრცელებული 4 სიმპტომი.

აღნიშნულ სიმპტომთა შეუღლების შემთხვევაში სპეციალისტები გვირჩევენ არ დავაყოვნოთ ექიმთან ვიზიტი. ამ გზით შესაძლებელი იქნება დაავადების დროულად დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

 

უპირველესად ყურადღება უნდა მივაქციოთ სხეულის ტემპერატურას, რადგან ის სიმსივნური პათოლოგიის განვითარების პროცესში ხანგრძლივად მომატებულია 37,1-38,0 გრადუსის ფარგლებში. ტემპერატურის მომატება არ არის ჭეშმარტი ონკოლოგიური სიმპტომი, თუმცა, ერთ-ერთი საყურადღებო და მნიშვნელოვანია - აღნიშნავენ სპეციალისტები.

 

ამერიკელ ონკოლოგთა საზოგადოების მედიკოსები კიბოს გამოხატული სიმპტომებიდან ასახელებენ წონაში კლებას, აუხსნელი მიზეზით, როცა ადამიანი არც სპორტს მისდევს და არც დიეტას იცავს. არაჯანსაღი  ორგანიზმის მანიშნებელია აგრეთვე მუდმივად ძილიანობა და მომატებული დაღლილობის შეგრძნება, რაც მთავარია უმიზეზოდ, როდესაც ამ სიმპტომებს არანაირი საფუძველი არ აქვს და ადამიანი მას კონკრეტულად ვერაფერს უკავშირებს.

 

სპეციალისტებმა ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სიმპტომებად გამოყვეს ხმის ჩახლეჩა, ყელის ტკივილი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები ტუჩებზე.

 

ექიმები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ საკუთარ შეგრძნებებს, სისტემატურად ჩავიტაროთ სამედიცინო შემოწმება, რათა დროულად გამოვლინდეს დაავადება და დროულადვე დაიწყოს მისი სათანადო მკურნალობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი