logo_geo
გოგრის მარმელადი - ნატურალური დესერტი
- +

2 მარტი. 2020. 14:42

 

ნარინჯისფერი ბოსტნეულისგან მომზადებული მარმელადი დიდ მოწონებას დაიმსახურებს. მოსამზადებლადაც ძალიან მარტივია, საღამოს მოამზადებთ, შეინახავთ მაცივარში და დილით უკვე მზადაა. რამდენიმე დღე გაანებივრებთ ოჯახის წევრებს გემრიელი და სასარგებლო დესერტით.

 

მასში მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებია. არ იხმარება ჟელატინი (შემასქელებლად აგარ-აგარს გამოიყენებთ). შაქრის მაგივრად შეგიძლიათ ნებისმიერი შაქრის შემცვლელი გამოიყენოთ. ლიმონის წვენი გოგრის ბუნებრივ სიტკბოს სასიამოვნო სიმჟავეს ანიჭებს.

 

მომზადება

  1. გარეცხეთ გოგრა, გათალეთ, გაათავისუფლეთ ბოჭკოსა და თესლებისგან. დაჭერით კუბებად, ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით 80 მლ წყალი და დაადგით საშუალო ცეცხლზე.

 

  1. ქვაბს დააფარეთ თავსახური, მიიყვანეთ ადუღებამდე. თუშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით, თან ურიეთ. დანით შეამოწმეთ, უნდა იყოს რბილი.

 

  1. გააგრილეთ და კარგად დააბლენდერეთ. დაბლენდერებულ პიურეს დაასხით ლიმონის წვენი. გადაიტანეთ ქვაბში, დაადგით დაბალ ცეცხლზე და ჩაყარეთ აგარ-აგარი. 1 წუთი ადუღეთ, თან ურიეთ.

 

  1. ცხელი მასა ჩაასხით სილიკონის ფორმებში. თუ არ გაქვთ ფორმები, პლასტიკურ კონტეინერში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ისე ჩაასხით. როდესაც იქნება მზად, დაჭერით სასურველ ფორმებად. როდესაც ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, შედგით მაცივარში. 20 წუთში მარმელადი მზად იქნება. გემოვნებისა და სურვილის მიხედვით შეგიძლიათ მარმელადს მოაყაროთ ქოქოსის ფანტელი ან შაქარი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი