ბრიტანულმა გამოცემამ „Which Car?“ გამოითვალა „Audi e-tron“-ის ექსლუატაციის დანახარჯები და ის Q7 50 TDI-ის ხარჯებს შეადარა. გაირკვა, რომ ელემენტებიანი მოდელისთვის სწრაფი დატენვის სადგურზე დატენვა, როგორიც მაგალითად, Ionity-ია, უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე დიზელისძრავიანი ავტომობილისთვის.
„Which Car?“-ის მონაცემებით, „Audi e-tron“-ის 10-დან 80%-მდე დატენვა 350 კვ/ს სიმძლავრის ტერმინალიდან Ionity, ქოროსვერის მფლობელს 45,89 გირვანქა სტერლინგი დაუჯდება, რაც ნიშნავს, რომ გარბენის თითოეულ მილზე 34 პენსი დაიხარჯა, მაშინ, როცა შედარებისთვის Q7 50 TDI-ის გარბენის თითო მილი 22 პენსი ჯდება.
„Which Car?“ აღნიშნავს, რომ ღირებულება ბევრად უფრო იაფია, თუ გამოიყენებთ ჩვეულებრივ დამტენ სადგურებს. მაგალითად, 150 კვ/ს სიძლავრის ტერმინალიდან დამუხტვის დროს ის 23,28 გირვანქა სტერლინგი ღირს, 50 კვ/ს სიმძლავრიანიდან – კიდევ უფრო ნაკლები - 15,30 გირვანქა, ხოლო 22 კვ/ს სიმძლავრის როზეტიდან – 6,32 გირვანქა.