logo_geo
ბუშარი: მეგობარ ბიჭთან ერთად, კარანტინი უფრო მხიარული იქნებოდა
- +

23 მარტი. 2020. 22:30

 

 

მსოფლიოს ყოფილმა მე-5 ჩოგანმა ეჟენი ბუშარმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს, თვითიზოლაციისას აწუხებს.

 

 

არ ვწუწუნებ, თუმცა, ვგრძნობ, მეგობარ ბიჭთან ერთად, კარანტინი გაცილებით მხიარული იქნებოდა”, - დაწერა კანადელმა ჩოგბურთელმა „ტვიტერის“  გვერდზე.

 

 

ცნობისთვის, ბუშარი საჩოგბურთო სამყაროში ძალიან სწრაფად შეიჭრა და 2014 წლის ოქტომბერში მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ხუთეულშიც შეაღწია, თუმცა, მას შემდეგ ძალიან მოუკლო და ამჟამად, 341-ე ჩოგანია.

 

 

ეჟენის მიმზიდველი გარეგნობის გამო, სარეკლამო რგოლებში იღებენ, ჟურნალების გარეკანზეც ხშირად ჩნდება, კორტზე კი უფრო მცირე დროს ატარებს. სპეციალისტების აზრით კანადელის რეგრესის ერთ-ერთი მიზეზიც ეს გახლავთ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი