მსოფლიოს ყოფილმა მე-5 ჩოგანმა ეჟენი ბუშარმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს, თვითიზოლაციისას აწუხებს.
არ ვწუწუნებ, თუმცა, ვგრძნობ, მეგობარ ბიჭთან ერთად, კარანტინი გაცილებით მხიარული იქნებოდა”, - დაწერა კანადელმა ჩოგბურთელმა „ტვიტერის“ გვერდზე.
ცნობისთვის, ბუშარი საჩოგბურთო სამყაროში ძალიან სწრაფად შეიჭრა და 2014 წლის ოქტომბერში მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ხუთეულშიც შეაღწია, თუმცა, მას შემდეგ ძალიან მოუკლო და ამჟამად, 341-ე ჩოგანია.
ეჟენის მიმზიდველი გარეგნობის გამო, სარეკლამო რგოლებში იღებენ, ჟურნალების გარეკანზეც ხშირად ჩნდება, კორტზე კი უფრო მცირე დროს ატარებს. სპეციალისტების აზრით კანადელის რეგრესის ერთ-ერთი მიზეზიც ეს გახლავთ.