logo_geo
5 უფასო აპლიკაცია, რომელიც სახლის პირობებში ვარჯიშში დაგეხმარებათ
- +

25 მარტი. 2020. 18:57

 

 

სხეულის ფორმაში მოყვანამ შესაძლოა შენი ცხოვრება სრულიად შეცვალოს. რეგულარული ვარჯიში, ალბათ, ერთადერთი რამაა, რაზე დამოკიდებულებაც სასარგებლო შეიძლება იყოს. ვარჯიში სხეულს აჯანმრთელებს, ებრძვის დაავადებებს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს, აუმჯობესებს განწყობასა და მეხსიერებას, ებრძვის დეპრესიასა და შფოთვას.

 

ამ ყველაფრის გარდა, უბრალო სასიამოვნოა, როცა სხეულს კარგად ფლობ. თან თვითიზოლაციის დროს, რატომ უნდა თქვა უარი იმაზე, რაც პოზიტივით აგავსებს?

 

თუ ვარჯიშის რუტინა ჯერ არ დაგიგეგმავს, დაწყება არასდროს არაა გვიან. არ დაგავიწყდეს, რომ ვარჯიშის გაგრძელება ბევრად მარტივია, ვიდრე დაწყება.

 

სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერების გუნდმა, ამერიკის სპორტული მედიცინის კოლეჯთან ერთად, ის 28 ფიტნეს-აპლიკაცია შეისწავლა, რომელთა ეფექტიანობაც წინა კვლევით იყო დადასტურებული. დროის განაწილებაში, საკუთარი სხეულის მართვასა და გეგმების შესრულებაში სწორედ ქვემოთ ჩამოთვლილი აპლიკაციები დაგეხმარება.

 

  1. The Johnson & Johnson Official 7-Minute Workout

ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

აპლიკაცია საუკეთესოა დამწყებთათვის. დღის განმავლობაში 7-წუთიანი ვარჯიში მთლიანი ტანისთვის ეფექტიანია, თუმცა, თუ სხეულის კონკრეტულ ნაწილზე გსურთ ცვლილების ნახვა, სხვა აპლიკაცია უნდა მოძებნოთ.

 

  1. Nike+ Training Club

ხელმისაწვდომია როგორც iOS--ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

აპლიკაციაში 100-ზე მეტი ვარჯიშია შეტანილი, რომელიც ნაიკის მწვრთნელების მიერაა შედგენილი. ის მომხმარებელს ვიდეო და აუდიო დახმარებას უწევს. აპლიკაციაში თქვენი აქტივობების შეტანაც შეგიძლიათ.

 

აპლიკაცია მთელი სხეულის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. ის კონკრეტული ფორმების მისაღებად საუკეთესო ვარჯიშების არჩევაშიც დაგეხმარებათ.

 

  1. Weight Loss Running by Verv

ხელმისაწვდომია როგორც  iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

აპლიკაცია მომხმარებლებს ინტერვალური ვარჯიშის წესებს აცნობს და ასევე, სწორად კვების დაგეგმვაშიც ეხმარება.

 

სირბილის მოყვარულებისთვის ეს აპლიკაცია იდეალურია. მისი ერთ-ერთი პროგრამა 5 კმ-ის მანძილზე სირბილში ექვსი კვირის განმავლობაში გავარჯიშებს. ამასთან, ინტერვალური წვრთნები სხეულის ფორმაში მოსაყვანად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

 

  1. Fitness Buddy

ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

აპლიკაციის სახელიც საკმარისია, რომ მის მიმართ დადებითად განეწყოთ. ის ვარჯიშის იმ სახეობებს გთავაზობთ, რომელთა გაკეთებაც როგორც სავარჯიშო დარბაზში, ისე სახლში შეგიძლიათ.

 

აპლიკაცია სასურველია მათთვის, ვისაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რთული ვარჯიშების შესრულება აქვს დასახული მიზნად. ის გთავაზობთ კარდიო ვარჯიშების დიდ არჩევანს და ასევე დაგეხმარებათ, თქვენი სხეული უფრო მოქნილი გახადოთ.

 

 

 

5.imply Yoga

ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

აპლიკაცია მომხმარებლებს იოგის 20, 40 და 60-წუთიან ვარჯიშებს სთავაზობს. თითოეული მოძრაობა მწვრთნელის მითითებით ხდება. აპლიკაციაში 30-ზე მეტი იოგას პოზაა.

 

ამერიკის მთავრობის რეკომენდაციით, ჯანმრთელმა მოზრდილებმა კვირის განმავლობაში ორ-საათნახევარი მაინც უნდა ივარჯიშონ და ამის გარდა, კუნთების გასაძლიერებლად, კვირაში ორჯერ მაინც უნდა დაკავდნენ ფიტნეს - აქტივობით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი