logo_geo
ფაქტი, რომელსაც არ ახმაურებენ...
- +

24 ნოემბერი. 2016. 03:08



საქართველოში რუსი არქიეპისკოპოს ილინსკის ხელშეწყობით ქართული საეკლესიო ქონება რუსი კოლექციონერების კერძო კოლექციებში ხვდებოდა. 1860 წელს ილინსკის დახმარებით ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა გელათის მონასტერში დაცული ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვა და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუს კოლექციონერს, მიხეილ ბოტკინს მიჰყიდა. ეს ნივთები „ბოტკინის კოლექციითაა'' ცნობილი.

 

შალვა ამირანაშვილი იყო მეცნიერი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ამ განძის საქართველოში დაბრუნებისთვის, თუმცა განძსაცავის დირექტორი კატეგორიული უარით ისტუმრებდა.


ერთხელაც:


კრემლის სკვერში სტალინის და მისი ცოლის ძმა -ალიოშა სვანიძე სეირნობდნენ, ალიოშას უთქვამს შალვას შესახებ, უთქვამს თუ რამდენს აკეთებდა განძის სამშობლოში დასაბრუნებლად. სტალინმა მასთან შეხვედრა ისურვა, დაწვრილებით გამოკითხა ყველაფერი, ბოლოს ფურცელზე რამდენიმე ციფრი დაწერა და შალვას უთხრა:

 

 „ხვალ, 11 საათზე, ამ ტელეფონზე დამირეკეთ და მითხარით საქმის ვითარება!"

 

მეორე დღეს 9 საათზე დავბრუნდი დირექტორთან, უფრო მისაყვედურა დროს უქმად კარგავო (იგონებს შალვა ამირანაშვილი), ტელეფონზე ციფრები ავკრიფე და სტალინის ხმა გავიგონე, ქართულად მითხრა ''როგორ არის საქმე ახალგაზრდავო'' ვუთხარი რომ არაფერი შეცვლილა, დაელოდეო მითხრა და 1 წუთის შემდეგ მეორე ტელეფონმა დარეკა.


დირექტორი სასწრაფოდ დასწვდა, ყურმილს და ელვის სისწრაფით ფეხზე წამოხტა. მესმოდა სიტყვები: „არის, ამხანაგო სტალინ, არის, ამხანაგო სტალინ!" ყურმილი დადო და დაიწყო ისტერიული ყვირილი, სასწრაფოდ დაიბარა თანამშრომლები, უბრძანა რომ ის განძი შეეფუთათ სათანადოდ და ჩემთვის გადმოეცათ რათა საქართველოში წამომეღო, გაოცებული დავრჩი როცა დირექტორმა თავად შემომთავაზა განძის ტრანსპორტირება'' ....


ასე რომ, სამშობლოს სტალინის ბრძანებით დაუბრუნდა: ღვთისმშობლის მინანქრისა ხატი, აგრეთვე, ჯუმათისა და შემოქმედის ხატები, ჯვრები და სხვა განძეულობა. -რომლებიც დღეს ხელოვნების მუზეუმს ამშვენებს.


 

 

 

big_banner
არქივი