logo_geo
აკვირდებით სტიკერებს ბანანის ყიდვისას?- აი რას გვეუბნებიან ისინი
- +

5 მაისი. 2020. 20:25

 

 

ეჭვგარეშეა, ყველას შეგინიშნავთ ბანანზე წებოვანი სტიკერი, მაგრამ რამდენნი დაფიქრებულხართ, რას აღნიშნავს იგი?

 

სუპერმარკეტში, ქუჩაში თუ ბაზარში ბანანის ყიდვისას აკვირდებით ხილზე დამაგრებულ წებოვან სტიკერს, თუ ჩემსავით გულგრილად აძრობთ და სანაგვეში ისვრით? რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ასიდან ასი ადამიანი გაკვრითაც არ აკვირდება სტიკერს, რომელიც თურმე ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციას შეიცავს — გვამცნობს, როგორ, რა გზითა და მეთოდითაა მოყვანილი ხილი.

 

უნდა იცოდეთ, რომ:

 

  • თუ სტიკერზე ოთხნიშნა კოდია დატანილი, რომელიც 3–ანით ან 4–იანით იწყება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი ინტენსიური სასოფლო სამეურნეო მეთოდითაა მოყვანილი, რაც სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებას გულისხმობს;

 

  • თუ სტიკერზე ხუთნიშნა კოდია დატანილი, რომელიც 9–იანით იწყება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი ტრადიციული, ათასწლოვანი მეთოდითაა მოყვანილი, რასაც ახლა „ორგანულ მეთოდს“ ვუწოდებთ. მოკლედ, ეს ბუნებრივი, უსასუქო და უპესტიციდო პროდუქტია;

 

  • თუ სტიკერზე ხუთნიშნა კოდია დატანილი, რომელიც 8–იანით იწყება, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი გენეტიკურად მოდიფიცირებულია.

 

როგორც ხედავთ, ეს ძალზე მარტივად და დასამახსოვრებელი და საჭირო ინფორმაციია. დარწმუნებულები ვართ, რომ მისი წაკითხვის შემდეგ უკვე აუცილებლად დააკვირდებით სტიკერებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი