logo_geo
მეცნიერების დასკვნა-კორონავირუსი მელოტებში ყველაზე მძიმე ფორმებით მიმდინარეობს
- +

6 ივნისი. 2020. 00:31

 

 

ეპიდემიოლოგები სენსაციურ დასკვნას ავრცელებენ, რომლითაც ირკვევა, რომ მელოტი ადამიანები კოვიდ 19-ისგან გარდაცვალების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რადგან უთმო მამაკაცებს ორგანიზმში ისეთ ჰორმონები უვითარდებათ, რომლის შემდეგაც ვირუსული ნაწილაკებისთვის უფრო მარტივდება ორგანიზმის დასნებოვნება.

 

ესპანეთის საავადმყოფოებში აღმოაჩინეს, რომ დინფიცირებული მელოტი ადამიანები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყვნენ კორონავირუსის გართულების ფონზე. ამის მიზეზად კი სახელდება თმის ცვენის გამომწვევი ჰორმონი ანდროგენი, რომლის გააქტიურების შემდეგ ადამიანის ორგანიზმი მეცნიერთა აზრით, ვირუსულ ინფექციათა მიმართ მოწყვლადი ხდება.

 

პროფესორი კარლო უემბიერმა, რომელიც ამ აღმოჩენის ერთ-ერთი მთავარი ავტორია, ტელეგრაფთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სიმელოტე ინფიცირებულ პაციენტებს შორის ხშირ შემთხვევაში დაავადების რთული ფორმების გამომწვევია.

 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანდროგენები აშკარად არის ე.კარიბჭე, რომლის გავლითაც ვირუსი უჯრედში მარტივად შედის“- განაცხადა უემბიერმა.

 

ერთ-ერთი კვლევის თანახმად დადასტურდა, რომ ესპანეთში 122 კოვიდ ინფიცირებული პაციენტიდან 79 % მელოტი იყო. მეორე კვლევაში კი მადრიდში ერთ-ერთი საავადმყოფოში მყოფი 41 დაავადებული პაციენტიდან 71 % მელოტი იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი