logo_geo
ზვიად გამსახურდიას ანდერძი
- +

31 ივლისი. 2020. 02:10

 

 

 

 

მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ანდერძი, რომელსაც გასაცნობად  მეგობრებო თქვენც გთავაზობთ.“- წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

მე, ზვიადი კონსტანტინეს ძე გამსახურდია – ვიძლევი განკარგულებას: მთელ ჩემ ქონებას, რომელიც ჩემი გარდაცვალების დღისათვის აღმოჩნდება ჩემი კუთვნილი, რისგანაც უნდა შედგებოდეს და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ასეთი მათ შორის სახლს მდებარეს ქ. თბილისში გალის ქ. №19-ში და აგარაკს მდებარეს გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში ნოზაძის ქ. №17-ში ვუამდერძებ თანაბარ წილად ჩემს შვილებს: ცოტნე ზვიადის ძე გამსახურდიას მცხოვრებს ქ. თბილისში გალის ქ. №19-ში და გიორგი ზვიადის ძე გამსახურდიას მცხოვრებს ქ. თბილისში გალის ქ. №19-ში.”

ანდერძი შედგენილია 1988 წლის 5 მარტს და დამოწმებულია მე-5 სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის გ.ა. კუხალეიშვილის მიერ.

ანდერძი 1999 წლის 15 ივნისს კიდევ ერთხელ არის დამოწმებული.

მოგვიანებით, 2015 წელს უკვე ანდერძის ასლია დამოწმებული

 

big_banner
არქივი