ზოგიერთი ვარჯიში შეიძლება სულელურად მოგეჩვენოთ ან თავიდან მისი შესრულება გაგიჭირდეთ, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდებია გონების გასავარჯიშებლად.
ამ ვარჯიშების დახმარებით საღ აზროვნებას ღრმა სიბერემდე არ დაკარგავთ.
როგორც ხედავთ, ამ სურათზე გამოსახულია სხვადასხვა ფერში დაწერილი რამდენიმე სიტყვა.
ხმამაღლა წარმოთქვით ფერი, რომლითაც სიტყვაა დაწერილი. ეს გააკეთეთ მანამ, სანამ ბოლომდე არ გახვალთ და ვარჯიში უკუმიმართულებით გააგრძელეთ.
ასე თავის ორივე ნახევარსფეროს გაავარჯიშებთ, ერთი მათგანი კითხვაზე, მეორე კი ფერების აღქმაზეა პასუხისმგებელი.
თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ ვარჯიში სასარგებლოა ისეთი დაავადებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება. ასევე კონცენტრაციას გაზრდით.
ამ ვარჯიშის შესასრულებლად ყურადღება ცენტრში მოთავსებულ რიცხვზე უნდა გაამახვილოთ. რიცხვ 19–ზე მოახდინოთ კონცენტრირება. კიდევ ერთი მიზანი: იპოვეთ ნომერი 1 და ზრდის მიხედვით დანარჩენი რიცხვებიც იპოვეთ.
ამ ვარჯიშით ზრდით ინფორმაციის გადამუშავების სიჩქარეს, ასევე მხედველობას აავარჯიშებთ.
ჯერ მარჯვენა ხელით „მშვიდობის“ ნიშანი გააკეთეთ, შემდეგ მარცხენა ხელით ნიშანი „ოკ”. ახლა ხელები შეცვალეთ და ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
ამ ვარჯიშით კონცენტრაციას გაზრდით, ერთი ამოცანიდან მეორეზე გადართვის უნარი გაუმჯობესდება.
ასე მეხსიერების გავარჯიშებას შეძლებთ.
ამ ვარჯიშის შესასრულებლად აიღეთ 2 ქაღალდის ფურცელი და თითოეული ხელში საწერი კალამი.
თქვენ ორივე ხელით გეომეტრიული ფიგურები უნდა დახატოთ. ასევე შეგიძლიათ დახატოთ ასოები ან ერთნაირი სიგრძის სიტყვა, ერთდროულად დაწერეთ.
თქვენი მოქმედება სინქრონული უნდა იყოს, თუ არადა ვარჯიშს დადებითი ეფექტი არ ექნება.
სინქრონული წერილი გასწავლით რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულებას, რომ ორივე ნახევარსფერო ერთდროულად გააქტიუროთ.