logo_geo
ახალი წელი პანდემიის დროს: როგორ მოემზადოთ მარტოობაში დღესასწაულისათვის
- +

22 დეკემბერი. 2020. 01:35

 

 

მაღაზიების დახლები საახალწლო პროდუქციით შეივსო, ბრენდები ონლაინ სასაჩუქრე იდეების შეძენის საშუალებას გვაძლევს, კაფეები კი, რეგულაციებიდან გამომდინარე, ცხელი შოკოლადისა და გლინტვეინების პარკში სეირნობისას “take away” სერვისს გვთავაზობენ.

 

სამწუხაროდ, ზამთრის დღესასწაულები ყველასათვის არ არის ზღაპრული.

 

როგორია ფსიქოთერაპევტ რებეკა სპარკსის რჩევები მათთვის, ვინც ახალ წელს მარტოობაში უნდა შეხვდეს: „ადამიანები, რომლებიც განიცდიან პარტნიორთან განშორებას, მათთვის ახალი წლის დღესასწაულები განსაკუთრებულად მძიმე გადასატანია“ - აღნიშნავს რებეკა. წელს კი კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი დაემატა ამ ყველაფერს, პანდემიისგან შექმნილი ვითარების გამო მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად შეხვედრას ბევრი ვერ ახერხებს. როგორ გავუმკლავდეთ დღესასწაულებს მარტო?

 

მომღერლობა

 

წელს დღესასწაულები უჩვეულო ფორმატში ჩაივლის. შეეცადეთ, მაქსიმალური სიამოვნება და ბედნიერება მიიღოთ ყოველი დღისგან, მიუხედავად აკრძალვებისა.

 

კომუნიკაცია

 

სამწუხაროდ, ურთიერთობები ვირტუალურმა ზარებმა ჩაანაცვლა. შეგიძლიათ შეუთანხმდეთ მეგობრებს, დაგეგმოთ ზარი და გახსნათ ერთდროულად საჩუქრები. შემდგომ დალიოთ თითო ჭიქა შამპანური და აიმაღლოთ განწყობა. მერე რა, რომ წელს ეკრანებს მიღმა გიწევთ ყოფნა.

 

სეირნობები

 

ისეირნეთ, ირბინეთ, ისეირნეთ ველოსიპედით, ისრიალეთ ციგებით, თხილამურებით. კარანტინი არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკურ აქტივობებზე უარი უნდა თქვათ. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. დღესასწაულები კი არ არის გამონაკლისი.

 

ახალი წამოწყებები

 

დააიგნორეთ დღესასწაულის ის ასპექტები, რომლებიც არ მოგწონთ. არ არის საჭირო უზარმაზარი სუფრის გაწყობა და მთელი საღამო ტელევიზორთან გატარება, თუკი ამის სურვილი არ გაქვთ. მოიფიქრეთ რაიმე დამოუკიდებლად.

 

ნაკლები ალკოჰოლი

 

ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება ახალი წლის დღეებში ბევრისთვის მარტოობის გაქარწყლების ეფექტური საშუალებაა, თუმცა ავიწყდებათ გვერდითი მოვლენების შესახებ. დეპრესია და მღელვარება, სამწუხაროდ, ალკოჰოლის გამოყენების შედეგად არ გაქრება.

 

არავითარი დანაშაულის შეგრძნება

 

ახალი წელი ძალიან ხშირად ადამიანებში დანაშაულის შეგრძნებას აჩენს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის დანაშაულზე ფიქრობთ - ის, რომ ვერ უყიდეთ საკუთარ თავს საჩუქარი, რომელიც გინდოდათ თუ ის, რომ ვერ ატარებთ დროს მათთან, ვინც გიყვართ. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეკონომია ახლა მნიშვნელოვანია და ახლა უმჯობესია ნახვებისგან თავი შეიკავოთ, მანამ, სანამ ვაქცინა ჩაეშვება კლინიკებში. ასეთია რეალობა.

 

 „არა“ - სამსახურებრივ მღელვარებებს

 

არდადეგები წელს უჩვეულო და რთული იქნება. ვინაიდან 2020 წელი ყველასათვის რთული გამოდგა, დასვენება ურიგო არ იქნება. არ შეამოწმოთ ხშირად საფოსტო შეტყობინებები სახლიდან მუშაობისას, გადატვირთვის დროა.

 

„დიახ“ - დასაფიქრებლად

 

საახალწლო დღესასწაულები მშვენიერი შესაძლებლობაა დასაფიქრებლად, თუ რა შევცვალოთ მომავალ წელს. პანდემიამ გვაიძულა ცხოვრების რიტმის შეცვლა, ცვლილებების დრო ჯერაც არ დასრულებულა. დაფიქრდით, რა გჭირდებათ 2021-ში „აყვავებისთვის“?

 

გაანებივრეთ საკუთარი თავი!

 

ეს წელი საკმაოდ რთული გამოდგა. საჭიროა კიდევ დამატებითი მიზეზები იმისათვის, რომ კარგად განიტვირთოთ და გაერთოთ?

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი