logo_geo
როგორ მოვასწროთ სახლის დალაგება ახალ წლამდე? დეტალური გეგმა ორი კვირისთვის
- +

22 დეკემბერი. 2020. 02:45

 

 

ჩვენ ვიცით, როგორ გსურთ ახალ წლამდე ყველაფრის მოსწრება.

 

თან ისე, რომ დაღლილობისგან ძირს არ ეცემოდეთ და პანიკაში არ იყოთ.

 

ჩვენ შესასრულებელი დავალებების გრძელი სია რამდენიმე ნაწილად დავყავით, რომელთან გამკლავებაც მშვიდად შეგიძლიათ.

 

ამასთან, მოახერხებთ, რომ შაბათ-კვირას დაისვენოთ და დატკბეთ თქვენი თავისუფალი დღეებით.

 

დავიწყოთ ათვლა ორი კვირით ადრე:

 

წინასწარ შეიძინეთ ყველა სარეცხი საშუალება, რომლებსაც ჩვეულებრივ იყენებთ, რომ ახალი წლის წინა დღეებში მაღაზიაში უზარმაზარ რიგში არ იდგეთ.

 

გადახედეთ საკუჭნაოს, სამზარეულოს კარადებს. თაროებიდან მოაცილეთ ყველაფერი, რაც ზედმეტია. გადაყარეთ მარცვლეული, კონსერვები და ნებისმიერი რამ, რაც თქვენი ვარაუდით, ვარგისიანი შეიძლება აღარ იყოს.

 

თქვენს კარადაში ცალკე ადგილი დაუთმეთ სანელებლებს და იმ პროდუქტებს, რომლებიც სამომავლოდ სადღესასწაულო კერძების მოსამზადებლად დაგჭირდებათ. ამავე დროს, ეს დაგეხმარებათ გაიხსენოთ, თუ რა გაქვთ შეძენილი უკვე და ამრიგად შეძლებთ ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილოთ.

 

მონახეთ დანა-ჩანგალი, ხელსახოცები, სუფრა, რომლებიც საახალწლოდ უნდა გამოიყენოთ.

 

თუ სუფრაზე ლაქებია, კოვზები და ჩანგლები კი გასაპრიალებელია, მოაწესრიგეთ ახლა და არა 31 დეკემბრის ღამეს.

 

გაწმინდეთ გაზქურა მთლიანად და განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ დამწვარი ნარჩენების ამოღებას. ეს იმიტომ, რომ სადღესასწაულო ტორტის მომზადების დროს მოულოდნელად ბინაში უცნაური სუნი არ დატრიალდეს.

 

მაცივრიდან მოაცილეთ ნებისმიერი ზედმეტი რამ და შეამოწმეთ ვადები.

 

მოათავსეთ თვალსაჩინო ადგილას ის ყველაფერი, რაც შეიძლება საახალწლო კერძების მოსამზადებლად გამოგადგეთ. შეგიძლიათ ცალკე განყოფილებაშიც მოათავსოთ.

 

შეაგროვეთ პირსახოცები და სუფრის ხელსახოცები. დროზე ადრე გარეცხეთ, რომ სუფთა იყოს. არ გადატვირთოთ სარეცხი მანქანა დღესასწაულების წინა დღეს.

 

ერთი კვირით ადრე:

 

სამზარეულოს დახლიდან ამოიღეთ ზედმეტი საგნები, რომ საჭმლის მომზადება უფრო თავისუფლად შეძლოთ. წინასწარ გადახედეთ საცხობის მდგომარეობას, კონტეინერებს, კოქტეილის შეიკერს და ყველა საჭირო ხელსაწყოს, რომელსაც ყოველდღიურად არ იყენებთ, მაგრამ მხოლოდ ამგვარი შემთხვევებისთვის ინახავთ.

 

გადახედეთ ოთახებს და მიხედეთ ყველა არასაჭირო ნივთს: სათამაშოებს, რომლებსაც აღარ იყენებთ, დამტენებს, გადასახადების ქვითრებს. მოათავსეთ საბნები და ბალიშები კალათში, რომლებიც სტუმრებისთვის იქნება განკუთვნილი იმ შემთხვევაში, თუ მათ თქვენთან დარჩენა გადაწყვიტეს.

 

აუცილებლად გახეხეთ ტუალეტი და აბაზანა. არ დაგავიწყდეთ სარკეები და საშხაპე. ლაქები და ზოლები მინაზე ან სარკეებზე მაშინვე უწესრიგობის შეგრძნებას ბადებს.

 

წინასწარ შეიძინეთ ტუალეტის ქაღალდი, ხელის დასაბანი სითხე და ხელსახოცები.

 

ერთი დღით ადრე:

 

გადაწმინდეთ მტვერი ზედაპირებიდან და მოაცილეთ ზედმეტი საგნები, რომლებიც შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში მტვრის ბუდედ გადაიქცეს.

 

დააცარიელეთ ნაგვის ურნები სამზარეულოსა და აბაზანაში.

 

მტვერსასრუტი მოატარეთ მისაღებს, დერეფანს და სამზარეულოს იატაკს.

 

დაისხით ფინჯანი ჩაი, ყავა ან ჭიქა ღვინო და დაისვენეთ ახალი წლის წინ! მაშინაც კი, თუ დრო არ გქონდათ ყველაფრის სრულყოფილად შესასრულებლად!

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი