logo_geo
ვის ეკუთვნის სახლი, რომელშიც ჩცდ–ის “ჩიკა” ცხოვრობს?
- +

25 დეკემბერი. 2020. 22:22

 

 

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟი, “ჩიკა” საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გაიცნო, ის უკვე მრავალი სეზონია, ქართველებისთვის ქართული ბომონდის განსახიერებად არის ქცეული.

 

სერიალში “ჩიკა” და “შაგუ” მდიდრულ სახლში ცხოვრობენ, რომელიც რეალურად “მასტერშეფის” მონაწილეს, ნატალია ჩხეიძეს ეკუთვნის.

 

ის მეუღლესთან, დიმიტრი ჩხეიძესთან ერთად ცხოვრობს. წყვილმა ერთმანეთი სოციალისტურ პარტიაში გაიცნო.

 

„მე და დიტოს უამრავი მეგობარი გვყავს.

 

რამდენიმემ, ვისაც ჩცდ-ს შემოქმედებით ჯგუფთან მჭიდრო კავშირი აქვს, გვთხოვა, რომ ჩვენი სახლი გადაღებებისთვის “დაგვეთმო”.

 

თავიდან წინააღმდეგები ვიყავით, მთელი ოჯახი ვმუშაობთ და ნამდვილად არ გვქონდა არც დრო და არც სურვილი, რომ ჩვენი სახლი გადამღები ჯგუფითა და მსახიობებით გავსებულიყო.

 

თან იმდენი არიან, რომ სახლში სრული საგიჟეთი იყო ხოლმე, მაგრამ ამავე დროს ძალიან ყოჩაღები არიან, სახლს რა მდგომარეობაშიც ვტოვებდი, ისეთივე მხვდებოდა.

 

ახლა მიხარია, რომ დავთანხმდით – ჩვენი სახლი ყველაზე პოპულარული სერიალის ისტორიის ნაწილი გახდა.

 

გარდა ამისა, საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა, ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი და ახალი მეგობრები შევიძინე“, – ამბობს ნატალია ჟურნალ „შინთან“ საუბრისას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი