logo_geo
ფაქტები ჯენიფერ ენისტონზე...
- +

9 აპრილი. 2017. 14:37




ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და პროდიუსერი ჯენიფერ ენისტონი 1969 წლის 11 თებერვალს ამერიკაში დაიბადა. განსაკუთრებული პოპულარობა სერიალმა „მეგობრებმა" მოუტანა, რომელიც გადიოდა 1994-2004 წლებში.


ენისტონს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის „ოქროს გლობუსი", „ემი" და სხვა.


წარმოგიდგენთ ფაქტებს ჯენიფერ ენისტონის შესახებ:

 


ჯენიფერს წარმატება სერიალ „მეგობრების" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ეწვია.


თუ თავად ენისტონს დავუჯერებთ, საფირმო ვარცხნილობა, რომელიც „მეგობრებში" ჰქონდა, მისი ნასვამი მეგობრის „დამსახურებაა", რომელმაც თმა სრულიად შემთხვევით, ელექტროსაპარსით მოაჭრა.


სანამ პოპულარული გახდებოდა, ენისტონი ოფიციანტად მუშაობდა.

 

 


2000 წელს ჯენიფერ ენისტონმა და ბრედ პიტმა იქორწინეს, თუმცა მათი თანაცხოვრება მხოლოდ 5 წელს გაგრძელდა და ბრედის ინიციატივით ოჯახი დაინგრა.


ბრედთან ცხოვრების დროს წყვილი ჰონორარების ნაწილს საკუთარ კინოკომპანიაში რიცხავდა, რომელსაც „გეგმა ბ" ერქვა.


ამბობენ, რომ პიტთან ქორწინების დროს, ჯენიფერს მუცელი ორჯერ მოეშალა.

 

 

2012 წელს ჰოლივუდის „დიდების ხეივანში" ენისტონის ვარსკვლავი გაიხსნა.


ჯენიფერი ძალიან კარგად ხატავს. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც 11 წლის ასაკში შექმნა, ხელოვნების მუზეუმშიც იყო გამოფენილი.


ენისტონს თვითფრინავებით ფრენის ძალიან ეშინია.


ფორმის შესანარჩუნებლად ჯენიფერი კვირაში ოთხჯერ იოგით არის დაკავებული. მას პირადი მწვრთნელი ავარჯიშებს.


 

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი